Connect with us

ჯანმრთელობა

მოწიფული ასაკის ქალებმა დღე წიწიბურას ჩაით უნდა დაიწყონ და აი, რატომ

ყოველთვის რაღაც ახლის გამოცდა მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სხვადასხვა სასმელს ეხება. ჩემს კარადაში ჩაის ახალი სახეობები რეგულარულად ჩნდება და ისედაც დიდ კოლექციას ავსებს. ახლახანს სრულიად განსაკუთრებულ ჩაიზე გავიგე, რომელსაც რთულია ჩაი ვუწოდო. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოადუღოთ წიწიბურას ჩაი და საერთოდ რატომ უნდა გააკეთოთ ასე.

როგორ მოვადუღოთ წიწიბურას ჩაი

პირველ რიგში, გიამბობთ, რატომ იკავებს წიწიბურას ჩაი ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს. ყოველთვის ასე არ ყოფილა. დიდხანს ჩაი ჩემთვის ჩვეული სასმელი იყო, რომელსაც მხოლოდ დილა–საღამოს ჩვევის გამო ვსვამდი. ჩაი იყო თუ ყავა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფინჯანში რამდენიმე კოვზ შაქარს ვამატებდი და კმაყოფილი ვიყავი.

მოგვიანებით, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო პერიოდი, როცა საკუთარ სხეულზე მუშაობა დავიწყე. სხეულის ფორმების მოწესრიგება მომინდა. როგორც ცნობილია, ამისთვის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ბევრი რამ გამოვცადე და ინტერვალურ შიმშილზე შევჩერდი. ასეთი სისტემა ჩემთვის იდეალური აღმოჩნდა. ყოველ მეორე დღეს ვჭამდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

მხოლოდ ერთი პრობლემა იყო. იმ დღეს, როცა არაფერს ვჭამდი, რაღაც გემრიელის ჭამა ძალიან მსურდა. ჩაი იდეალური ვარიანტი გახდა. სწორედ მაშინ, სხვადასხვა სახეობის გასინჯვა და თითოეულის ნამდვილად დაგემოვნება დავიწყე. ახლა ჩემი საყვარელი საშინაო ტრადიცია: დიდი ფინჯანი ჩაის მოდუღება, ხელში დაჭერა, სანამ სასმელი ნაკლებად ცხელი არ გახდება. შემდეგ ჩაის ყლუპებით ვსვამ და ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

წიწიბურას ჩაი კუ ციაო

რამდენიმე კვირის წინ ვიდეობლოგს ვუყურე, სადაც წიწიბურას ჩაიზე გავიგე. საოცარია, რომ ადრე ამის შესახებ არ ვიცოდი! აღმოჩნდა, რომ ეს ნაყენი ჩინეთში საკმაოდ გავრცელებულია და ჩვენთანაც. ჩაის ეწოდება კუ ციაო და მასში თათრული წიწიბურას თესლი შედის. ბლოგერისგან გავიგე, რომ სასმელს შვრიის ორცხობილის გემო აქვს. ეს შესაძენად მთავარი არგუმენტი გახდა.

სამწუხაროდ, მეზობელ სუპერმარკეტებში ასეთი ჩაი ვერ ვიპოვე, თუმცა ინტერნეტით გამოწერა შევძელი. ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც სხვა ჩაებს. შევუკვეთე და მოუთმენლად ველოდი. რამდენიმე დღეში წიწიბურას ჩაი ჩემს ხელში იყო. მოდუღების პროცესი მარტივია: 1 ჩ/კ თესლს მდუღარე წყალი დაასხით და 3 წუთით დააყენეთ. როგორი გაოცებული დავრჩი, როცა სასმელის გემო ნამდვილად შვრიის ორცხობილას მახსენებდა!

წიწიბურას ჩაის რამდენიმე ფინჯანის დალევის შემდეგ სასარგებლო ინფორმაცის მოძიება გადავწყვიტე. კარგია, როცა გემრიელი რამ სასარგებლოც არის. აი, რა გავიგე:

  1. სასმელი იმუნიტეტს აძლიერებს, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემაც მადლიერი დარჩება. წიწიბურას ჩაის რეგულარული მიღება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს.
  3. გლუკოზის რყევები ნაკლებად მკვეთრი ხდება, რაც სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დაუოკებელ მადას ებრძვის. ნივთიერებათა ცვლა ოდნავ აჩქარდება.
  4. სტრესულ დღეებს უფრო მარტივად გადაიტანთ, თუ ფინჯანი წიწიბურას ნახარშით ისიამოვნებთ.
  5. შეშუპება შემცირდება.

შესანიშნავი სასმელი აუცილებლად სცადეთ და თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.