ჯანმრთელობა
სასიამოვნო შინაურული სასმელი, რომელიც სწრაფად გახდომაში დაგეხმარებათ
დილით დიდხანს ვერ დგებით (არა უბრალოდ „არ გინდათ“, არამედ აშკარა ფიზიკური დისკომფორტი) ან თბილ დღეებში იყინებით? თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხშირად გაწუხებთ, ეს სტატია თქვენთვისაა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ თან წონაში იმატებთ, ყურადღება მიაქციეთ კოჭის ჩაის პიტნით.
სხვა ნიშნებთან კომპლექსში, როგორიცაა მძიმე ადგომა და სიცივის მიმართ მგრძნობელობა ნელ მეტაბოლიზმზე საუბრობს. ბევრი მის შედეგებს მთელი ცხოვრება ებრძვის: კუჭის სიმძიმე, ნელი ნივთიერებათა ცვლა და ზედმეტი წონა. თქვენ შეგიძლიათ მარტივი ხელნაკეთი საშუალებით ნელ მეტაბოლიზმს შეებრძოლოთ.
კოჭა პიტნით მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად
პირველ რიგში, გადახედეთ ნიშნებს, რომლებიც ნელ მეტაბოლიზმზე სიგნალს გაძლევთ. გახსოვდეთ, რომ პრობლემები შეიძლება უფრო ღრმად იმალებოდეს, ვიდრე ბანალური გადაძღომა.
1. სიმძიმე, ნელი საჭმლის მონელება და ხშირი ყაბზობა.
2. წონის სწრაფად მატება მცირე განებივრების შემდეგაც.
3. წელის არეში გასუქება! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმი მუცელსა და თეძოებზე გროვდება, ამასთან ქალს შეიძლება „ქვიშის“ ფორმის სხეული ჰქონდეს.
4. ძილიანობა, დაღლილობა და დილით ადგომის სირთულე.
5. სიცივის მიმართ მგრძნობელობა
6. წონა ერთ ადგილას გაყინულია, მაშინაც კი, თუ არაფერს ჭამთ (ასე ენდოკრინოლოგები ამოწმებენ, სიმსუქნე ჰორმონალური მოვლენა ხომ არაა).
თუ ამ პუნქტებიდან რამდენიმე თქვენთვის ნაცნობია, დროა ორგანიზმის გამხნევებაზე იზრუნოთ. განსაკუთრებით ზამთარში, როცა დაღლილობა და ძილიანობა ბევრისთვის ცხოვრების ნაწილი ხდება. ზოგჯერ ტონუსის ასამაღლებლად საკმარისია კოჭის ჩაი პიტნით.
პიტნა ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. სამკურნალო მცენარეს საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად ხშირად იყენებენ. ის ადვილად უმკლავდება შეშუპებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. სხეულს სტიმულირებს ისეთი გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ნერვიულობა (ასეთი ეფექტი აქვს ყავას და ალკოჰოლს).
კოჭა არა მხოლოდ პიტნას შესანიშნავად ერწყმის. ის ოფლიანობას ზრდის და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, მას ბაქტერიოციდული თვისებები აქვს.
სასმელი კოჭით და პიტნით
თქვენ დაგჭირდებათ:
- პიტნის ტოტი (სასურველია, ახალი)
- 6 გრ კოჭა
- 1 ლ წყალი
- ნატურალური დამატკბობელი სურვილის მიხედვით (სტევია ან თაფლი)
წყალი აადუღეთ და ინგრედიენტები მოხარშეთ. პიტნა და კოჭა წინასწარ დააქუცმაცეთ. სასმელი სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ და გადაწურეთ. ჩაი უზმოზე ან საკვების მიღებებს შორის დალიეთ.
ამ ეფექტური სასმელის გარდა გახსოვდეთ, რომ კარგი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა მნიშვნელოვანია. სიტყვაზე, ნელი მეტაბოლიზმი შეიძლება მედიკამენტების მიღებამ გამოიწვიოს. მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა. კოჭა პიტნასთან ერთად რეკომენდებულია დიეტის დროს და მის გარეშე დალიოთ. ტონუსის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ სასმელს რამდენიმე წვეთი ჩინური ლიმონურას ექსტრაქტი დაუმატოთ.