Connect with us

ჯანმრთელობა

ქაცვის ვიტამინების ნარევი: ჩაის სასარგებლო ალტერნატივა

თუ იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, შორს წასვლა არ მოგიწევთ, უბრალოდ გარშემო მიმოიხედეთ. ბუნება სასარგებლო ბალახებით და ნაყოფით სავსეა. მთავარია, მათი მოხმარების წესი და დანიშნულება იცოდეთ.

ხალხური მკურნალების რეცეპტებს შორის ერთ საინტერესო ვიტამინების ნარევს შეხვდებით. მისი დახმარებით ჩაის ჩანაცვლებას შეძლებთ. სასმელი სასარგებლო თვისებების წყალობით იმუნიტეტს აძლიერებს. ნარინჯისფერი შეფერილობა განწყობის ამაღლებს ხელს უწყობს. საუბარია ქაცვის ჩაიზე. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ქაცვის ჩაი და რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

ქაცვი თავისი უნიკალური შემადგენლობით ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ–ერთი სასარგებლო ნაყოფია. უძველესი დროიდან სურდოს და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. ანთების საწინააღმდეგო კარგი თვისებები აქვს.

კენკრას სიბერის შენელებაც შეუძლია. ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს და სტრესს ამცირებს. დაღლილობას სწრაფად აქრობს, ენერგიის მატებას ხელს უწყობს. იმუნიტეტს ზრდის.

ქაცვის ჩაის რეცეპტი

კენკრა შეგიძლიათ გაყინოთ და ყოველ კვირა ახალი ნარევი მოამზადოთ. ლიმონი ან ფორთოხალი ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ. კოჭაც შეგიძლიათ დაუმატოთ.

  1. ქაცვი გაალღვეთ, თუ გაყინულია, ან გარეცხეთ, თუ ახალია. ფორთოხალი გათალეთ (აუცილებელი არაა), კოჭა გათალეთ. ფორთოხალი და კოჭა ნაჭრებად დაჭერით.
  2. ხილი და კენკრა 1:1 თანაფარდობით და რამდენიმე ნაჭერი კოჭა აიღეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. დაბლენდერებული ნარევი ქილაში ჩაასხით და თავსახური დაახურეთ. მაცივარში შეინახეთ.
  4. 2-3 ს/კ ქაცვის ნარევი ჩაის დასაყენებელში მოათავსეთ და ცხელი წყალი დაასხით. რამდენიმე წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ.
  5.  გემრიელი სასმელი მზადაა! თბილი ქაცვის ჩაი ფინჯანში ჩაასხით, თაფლი ან შაქარი გემოვნებით დაუმატეთ.

შემოდგომა–ზამთრის პერიოდში როცა სურდოს ნიშნებს შენიშნავთ, ქაცვის ჩაი მოამზადეთ. ასე სურდოს თავიდან აიცილებთ და იმუნიტეტს გააძლიერებთ!