Connect with us

მოგზაურობა

როგორ მოვიშოროთ ტკიპა უსაფრთხოდ, ხელთ არსებული ნივთებით

გაზაფხული უკვე გადის და, შესაბამისად, ადამიანები სულ უფრო ხშირად გადიან ბუნებაში. სამწუხაროდ, ტყეში ან ტბასთან პიკნიკზე წასვლა სრულდება ტკიპის ნაკბენით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ, რადგან, რაც უფრო სწრაფად მოიშორებთ მკბენარა პარაზიტს, მით უფრო ნაკლებია ბორელიოზით დაავადების შანსი. იდეაში, ტკიპის მოსაშორებლად ტრავმატოლოგიურ დაწესებულებას უნდა მიმართოთ, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ არსებობს და ტკიპის ამოყვანაც დამოუკიდებლად გვიწევს.

როგორ მოვიცილოთ ტკიპა 

წარმოგიდგენთ უნიკალურ ხრიკს, რომლის გამოყენებითაც მარტივად მოიშორებთ ისე, რომ მისი არც ერთი ნაწილი არ დარჩება ადამიანის კანქვეშ.

ამისთვის მხოლოდ წყალი და ყურის ჩხირი დაგჭირდებათ(ან უბრალოდ ბამბა, დახვეული ასანთის ღერზე). ყურადღებით დააკვირდით, როგორ აშორებს ქალი ტკიპას კანიდან და დაიმახსოვრეთ მისი მოძრაობების თანმიმდევრულობა. კრიტიკულ სიტუაციაში სწორედ ეს საშუალება გიხსნით დაავადებისგან.

გაითვალისწინეთ, რომ მწერი საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ უნდა დაატრიალოთ ნელი, წრიული მოძრაობებით, თითქოს ხრახნისა და ჭანჭიკის განცალკევებას ცდილობთ. შეგიძლიათ, ბამბა სპირტით ან წყლით დაასველოთ – ამბობენ, რომ ამის შემდეგ ტკიპა “თვრება” და მარტივად ექვემდებარება ამოყვანას

ინტერნეტში უამრავი მეთოდია გაზიარებული ტკიპის მოსაცილებლად, თქვენ კი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოთ (რა სახის ნივთი თუ ინსტრუმენტი გაქვთ თან).

თქვენ იცით ამ პარაზიტისგან გათავისუფლების განსაკუთრებული, უვნებელი გზა? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.