Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ მოუწოდებს ბუბნოვსკი ყველა ქალს აზიდვების ძალით გაკეთებას

ზოგიერთი ქალი შეცდომით ფიქრობს, რომ ფიზიკური ვარჯიში უფრო კაცებს სჭირდებათ. ხოლო ის ქალები, ვინც მაინც ვარჯიშობენ, უფრო მეტ ყურადღებას პრესს და ფეხებს აქცევენ. აზიდვებს ხშირად უგულებელყოფენ და სულ ტყუილად. ბევრი გოგო ჩივის, რომ აზიდვების გაკეთება ძალიან რთულია. სხვები ამ ვარჯიშის შესრულებას საერთოდ შეუძლებლად მიიჩნევს. აღმოჩნდა, რომ აზიდვები მთელ ორგანიზმზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ჩვენს დროში აზიდვების სარგებელი დაუფასებელია.

აზიდვების სარგებელი

პირველ რიგში, ვარჯიში ძუძუს კიბოს პრევენციას წარმოადგენს და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ასევე კუნთებს და სახსრებს აძლიერებს. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ ასაკოვანი ქალებისთვის აქტუალურია. ცნობილი ექიმი სერგეი ბუბნოვსკი განმარტავს, რომ სუსტი კუნთების გამო ჩვენი გული მუდმივად დიდ დატვირთვას განიცდის. პროფესორ ბუბნოვსკის თქმით, პირობითად ჩვენი სხეული შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს.

პირველი ნაწილი – ფეხები და მენჯი, მეორე – ტანი (კერძოდ, პრესი და წელის ნაწილის კუნთები), მესამე – გულმკერდის კუნთები და ზურგის ზედა ნაწილის კუნთები. ბუბნოვსკი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს სხეულის თითოეული ნაწილისთვის, ამასთან აზიდვების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

მისი აზრით, ვარჯიშის შესრულება შეუძლიათ იმ ქალებსაც, ვინც 70 წლისაა. ამოცანის გასამარტივებლად, აზიდვები არა იატაკზე, არამედ კედელზე ან სკამზე გააკეთეთ.

პროფილაქტიკა

აზიდვების წყალობით მკერდის ფორმა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქმე იმაშია, რომ გულმკერდის კუნთების ვარჯიში მკერდს ვიზუალურად ზრდის – ის უფრო აწეული და მკვრივი ხდება. დამატებით აზიდვები სწორ დგომას ხელს უწყობს, რაც ქალებისთვის ასე მნიშვნელოვანია.

ვიზუალური ეფექტის გარდა, აზიდვები ორგანიზმზე შიგნიდან დადებით გავლენას ახდენს. ვარჯიში ესტროგენის ჰორმონის დონეს ამცირებს, რაც თავის მხრივ სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ასევე ვარჯიში მასტოპათიის და ბევრი სხვა დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

აზიდვებით ნეკნთაშუა კუნთები აქტიურდება, რაც გულზე დადებითად მოქმედებს. შედეგად, ნახშირორჟანგის ჟანგბადზე გაცვლა სწორად ხდება. სხვა ყველაფერთან ერთად, აზიდვების დროს დიდი და პატარა წრის სისხლის მიმოქცევა აქტიურდება. მნიშვნელოვანი შენიშვნა: მათ, ვისაც გულის პრობლემები აქვთ, სჯობს აზიდვები მუხლებზე შეასრულონ.

როგორც ხედავთ, აზიდვები ძალიან სასარგებლო ვარჯიშია ჯანმრთელობისთვის, რომელიც რეგულარულად უნდა შეასრულოთ. ქალისთვის ასეთი ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე სასარგებლო იქნება. აზიდვების და სხვა ვარჯიშების შესრულების დროს სწორად სუნთქვა არ დაგავიწყდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვარჯიშის დროს კუნთები აკონტროლოთ. ყურადღება წელს მიაქციეთ: აზიდვების დროს მისი მოხრა არ შეიძლება. ასევე თავი დაწეული არ უნდა იყოს. საყრდენი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეარჩიეთ. თუ დამატებითი კითხვები ან ფიზიოლოგიური განსაკუთრებულობა გაქვთ, სჯობს თქვენს ექიმთან ან მწვრთნელთან კონსულტანცია გაიაროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.