Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არის მავნებელი ბევრი ხილის ჭამა

ბავშვობიდან გვიმტკიცებდნენ რომ ხილი აუცილებელი და სასარგებლოა, ეს ნამდვილად სიმართლეა, თუმცა რა რაოდენობის ხილი უნდა მიიღოს დრეში ადამიანმა?! ადამიანთა ერთი ნაწილი ხილს საერთოდ არ მიირთმევს, მეორე ნაწილი კი პირიქით, ჭარბად იღებს მას. რას ნიშნავს და რამდენია “ძალიან ბევრი ხილი”?!

როგორც წესი ადამიანებს დღეში 2-4 პორცია ხილი ჭირდება დღეში, ან 1 ჭიქა, ან ბეისბოლის ბურთის ხელა პორცია. საჭირო ხილის რაოდენობა ადამიანის დატვირთვაზე, სქესზე, ასაკზე და ზომაზეა დამოკიდებული. თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ და ფიზიკური აქტივობებიც დიდად არ გიყვართ
ე.ი. გაცილებით ცოტა ხილი უნდა მიირთვათ ვიდრე იმან ვინც სპორტით არის დაკავებული.

თუ აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ და სპორტით ხართ დაკავებული დღეში 4 პორცია ხილის მირთმევა შეგიძლიათ. სპორტით დაკავებულ მამაკაცს გაცილებით მეტი ხილი ესაჭიროება ვიდრე სპორტით დაკავებულ ქალბატონებს, რადგან მათი უფრო დიდი კუნთოვანი მასა აქვთ და გაცილებით მეტი ენერგია ესაჭიროებათ.

ხილი ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენენ. 1 საშუალო ზომის ვაშლი, 1 ჭიქა მოცვი და პატარა ბანანი 20 გრამ ნახშირწყალს შეიცავენ. მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში ნახშირწყლების ჯანმრთელი რაოდენობა მიიღოთ. თუ იმაზე მეტ ნახშირწყალს მიიღებთ ვიდრე დაწვა შეგიძლიათ – მათი სიჭარბე ცხიმად იქცევა.