Connect with us

ვიდეო

ოხრახუშის ჩაი წონის შემცირებასა და ჭარბი სითხის მოშორებაში დაგეხმარებათ

წონის მომატება და ორგანიზმში სითხის შეკავება ხშირად ერთდროულად თავს გვატყდება. სწორედ ჭარბი სითხის გამო თქვენი სხეული მძიმდება.

ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმეტესობას ორგანიზმში წყლის შეკავებაც აწუხებს. ძირითადად, ჯანმრთელობისთვის მავნე კალორიების ჭარბი რაოდენობის გამო, რომლებიც განსაკუთრებით ბევრ ნატრიუმს შეიცავენ, რაც თავის მხრივ წყლის შეკავებას ხელს უწყობს.

წონაში დასაკლებად და შეკავებული წყლის შესამცირებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ამასთან, ზოგიერთი დამატებითი საშუალებებიც არსებობს, რომლებიც მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ოხრახუშის ჩაია.

ოხრახუშმა სათანადო დაფასება ვერ მოიპოვა. ეს ბალახი A, B (ფოლატი), C და K ვიტამინებს შეიცავს. ასევე რკინას, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს და ფლავონოიდ კვერცეტინს (ანტიოქსიდანტი) შეიცავს.

ამასთან ოხრახუში ბუნებრივ და რბილ შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს. მისი დახმარებით ორგანიზმიდან ჭარბი სითხის მოშორებას შეძლებთ ისე, რომ მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებები არ დაკარგოთ.

ოხრახუშის ჭამა რთულია, ამიტომ ხშირად მცირე გარნირის სახით იყენებენ.

ოხრახუშის უსიამოვნო ფაქტორის და მისი დიდი რაოდენობით მიღების სარგებლის გამო გირჩევთ ოხრახუშის ჩაი დალიოთ.

როგორ მოვამზადოთ ოხრახუშის ჩაი

5 ს/კ დაქუცმაცებულ ოხრახუშზე 1 ლ წყალი გამოიყენეთ. წყალი გააცხელეთ, შემდეგ ოხრახუში დაუმატეთ და 20 წუთით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მხოლოდ წყალი დატოვეთ. ჩაის დასატკბობად თაფლი დაუმატეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.