Connect with us

საკითხავი

მეცნიერების ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ცეკვა სიბერეს თავიდან გვაცილებს

სულ უფრო ხშირად შეიძლება ნახოთ მოცეკვავე ხანდაზმული ადამიანები. ზოგი ქორეოგრაფიულ წრეზე სიამოვნებისთვის დადის, ზოგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, სხვები კი ასეთ ადგილებში მეგობრებს იძენენ. აი, გასაოცარი ფაქტი: მოცეკვავე ხალხს საღი გონება აქვთ, ისინი მოქნილები არიან და ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას ადვილად გადიან. ამ საკითხით მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ და ცეკვასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის დადგენა გადაწყვიტეს.

დღეს გიამბობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ცეკვა 40 წლის შემდეგ, ან საერთოდ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ცეკვის სარგებელი

უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ახალგაზრდობის ხანგრძლივობას ჩვენი ტვინი განსაზღვრავს. თქვენ შეიძლება მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, მაგრამ ამ სილამაზეს რა აზრი აქვს, თუ ჭკუასუსტობა დაგეწყოთ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ცეკვა არა მხოლოდ ფიზიკური აქტიურობა, არამედ ფსიქოთერაპია, ჭკუასუსტობის და ე.წ. სიბერის დაავადებების კარგი პროფილაქტიკაა.

სანამ ჩვენ ვცეკვავთ, ტვინში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ადრე უმოქმედოდ მყოფი უჯრედები იღვიძებენ. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები სინქრონულად მუშაობას იწყებენ. სამყაროს უფრო ცხადად აღიქვამთ, რადგან ტვინი ერთდროულად მუსიკას, რიტმს და სხეულის მოძრაობას ყურადღებას აქცევს.

მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა ადგილობრივ სტუდიაში მოცეკვავე 60 წლის ადამიანების ჯანმრთელობის მაჩვენებელი შეესწავლა. შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი ნამდვილად უფრო ჯანმრთელები იყვნენ. გადაწყვეტილებას სწრაფად ღებულობდნენ, ლოგიკურ კავშირს ადვილად პოულობდნენ, შესანიშნავად აანალიზებდნენ და ინფორმაციას ადვილად იმახსოვრებდნენ და ზოგადად, თანატოლებთან შედარებით მათი ორგანიზმი უფრო მტკიცე და ახალგაზრდული იყო.

შინაგანი ორგანოები უფრო მეტ ჟანგბადს ღებულობენ. უფრო მეტიც, ცეკვის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, რომელსაც ასევე ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. ადამიანი წამიერად მხნეობას იძენს, რომელიც მთელი დღე არ შორდება. აი, ცეკვის შესახებ როგორი დადებითი მხარეები გამოყვეს მეცნიერებმა.

ცეკვის სარგებელი

1. ცეკვის დროს თითქმის ყველა კუნთის ვარჯიში ხდება, რაც სახსრების ქსოვილებზე დადებით გავლენას ახდენს.

2. ცეკვის დროს სასუნთქი სისტემის ვარჯიში ხდება.

3. სხეულის მოძრაობა სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, შედეგად სისხლძარღვები უფრო მოქნილი ხდება და შეშუპებები ქრება. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტის ეფექტური პროფილაქტიკაა.

4. რეგულარულად ცეკვით დაკავება ტვინის მოქმედებას ზრდის და მეხსიერებას აუმჯობესებს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

5. ცეკვა ემოციის გამოხატვასა და ცუდი ენერგიისგან დაცლაში გეხმარებათ.

6. რეგულარული ცეკვა ზედმეტი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ, რაც წონის შემცირებას ხელს უწყობს.

7. ცეკვა ადამიანის ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს: ნერვულ დაძაბულობას და თავის ტკივილს ხსნის, არტერიულ წნევას არეგულირებს.

8. პროფესიონალური ცეკვით დაკავებულ ადამიანებს პარკისონის დაავადება არ აქვთ.

ჯანსაღი ადამიანისთვის ცეკვით დაკავების ოპტიმალური გრაფიკია კვირაში 3-ჯერ 60-90 წუთი. სპეციალურ სტუდიაში სიარული აუცილებელი არაა. სახლში ნებისმიერ მუსიკაზე შეგიძლიათ იცეკვოთ. ფიზიოლოგები და ექიმები პენსიონერებს საბალეტო ცეკვით დაკავებას ურჩევენ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.