Connect with us

ჯანმრთელობა

დღეგრძელობის საიდუმლოებები: 3 რჩევა ნიკოლაი დროზდოვისგან

ბევრს ახსოვს ნიკოლაი დროზდოვი გადაცემიდან „ცხოველთა სამყარო“. ბუნებისმეტყველი, მეცნიერი, მასწავლებელი და წესიერი მეოჯახე უკვე 84 წლისაა. საპატიო ასაკის მიუხედავად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი დრო სადღაც 70 წლის ასაკში გაჩერდა. თითქოსდა დღეგრძელობის ყველა საიდუმლო იცის!

თავად ბიოლოგი ირწმუნება, რომ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ღრმად დარწმუნებულია: ნებისმიერ ადამიანს 120 წლამდე ცხოვრება ადვილად შეუძლია. მთავარია, 3 მარტივი წესი დაიცვათ.

ნიკოლაი დროზდოვის რჩევები

წამყვანი ნამდვილად ცხენის ჯანმრთელობით ცნობილი გახდა (სხვათა შორის, ცხენები მისი საყვარელი ცხოველები არიან). წამყვანი აქტიურ ცხოვრებას ეწევა და გადაღებებში რეგულარულად მონაწილეობს, თან მაყურებლებს და ახლობლებს პოზიტიური განწყობით მუხტავს. კარგი განწყობისთვის გირჩევთ ბედნიერი ცხოვრების 3 მთავარი კომპონენტი არ დაგავიწყდეთ.

სწორი კვება

ნიკოლაი დროზდოვისთვის, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი კერძები მიირთვას, ყველაზე გემრიელი ფაფაა. ჩვეულებრივ, წიწიბურას ან შვრიის ფაფა, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდით ამზადებს.

მთავარი პრინციპი: მონოკვება. სასურველია, ყოველთვის ერთ, მარტივ კერძს უპირატესობა მიანიჭოთ. გარდა ამისა, ნიკოლაიმ უკვე დიდი ხანია ხორცზე უარი თქვა. მის მენიუში მარცვლეულს და ბოსტნეულს იპოვით. ყველაზე მეტად უყვარს ყაბაყი, ტკბილი წიწაკა, ხილი, თესლი და სხვადასხვა მწვანილი.

თუ ცოტა წონის კორექტირება გსურთ, ბიოლოგი კიტრის, ბულგარული წიწაკის და სალათის ფურცლების სალათს გირჩევთ.

მოძრაობა

ტყუილად არ ამბობენ, რომ მოძრაობა ცხოვრებაა!  და საქმე მუდმივად მივლინებებში არაა. დროზდოვი დღეს იოგით იწყებს, ხოლო ზამთარში ყინულჭრილში ჩაყვინთვა არ აშინებს. მთავარია, სხეულის კარგი ფორმა შეინარჩუნოთ.

სწორი განწყობა

დროზდოვი არ იღლება იმის გამეორებით, რომ ნეგატივს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. სამყაროს პოზიტიურად უნდა შევხედოთ: ადამიანებს, ცხოველებს და თავად ცხოვრებას. გირჩევთ, ხშირად გაიღიმოთ და გაიცინოთ, რადგან კარგი განწყობა ცხოვრებას ახანგრძლივებს.

ცოცხალი ფაფის რეცეპტი

ესეც, მეცნიერის საყვარელი კერძის რეცეპტი! გაოცდებით, მაგრამ სწორედ ის შედის ნიკოლაის მოთხოვნების სიაში, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებს უყენებს. ესაა ყველაზე უბრალო ფაფა, ოღონდ არა მოხარშული, არამედ ორთქლზე მომზადებული.

თავად ნიკოლაი დროზდოვი ასეთ ფაფას ცოცხალს უწოდებს. მარცვლეული (ჩვეულებრივ, შვრია ან წიწიბურა) საღამოს ორთქლზე უნდა მოამზადოთ და თავდახურულ ქვაბში გააჩეროთ. ასე მომზადებული მარცვლეული მკვებავ ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს.

როგორც აღმოჩნდა, სხეულის და სულის მხნეობის შენარჩუნება მარტივი და ხელმისაწვდომია. ერთ–ერთი ცნობილი წამყვანის გამოცდილება ამას ადასტურებს. ასეთი ცხოვრების წესით კარგი ფორმების შენარჩუნება და დაბერების პროცესის შენელება შესაძლებელია. თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად მიზეზს ეძებდით, ვიმედოვნებთ, ეს სტატია დაგეხმარებათ.