Connect with us

ჯანმრთელობა

მელანომას 7 ნაადრევი ნიშანი, რომელიც კანზე არ აისახება

ხშირად კანის სიმსივნის დადგენა ხალის ან თანდაყოლილი ლაქის შემოწმებით მარტივად შეიძლება. იშვიათ შემთხვევაში, როცა ნაადრევი სიმპტომები კანის ზედაპირზე არ აისახება – ადგილმდებარეობის მიხედვით, სიმსივნემ შეიძლება სხვადასხვა შინაგანი ორგანოს მუშაობის ცვლილება და სხვადასხვა დაავადებების მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

თუ ქვემოთ მოცემული ნიშნებით რამდენიმე შენიშნეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ!

ლიმფური კვანძების ანთება და გაზრდა

თუ შეამჩნიეთ, რომ ლიმფური კვანძები, განსაკუთრებით ყბის ქვეშ, საზარდულში ან იღლიების ქვეშ, გაიზარდა, თუ შეხების დროს ტკივილს გრძნობთ – ექიმს მიმართეთ; იმუნური სისტემა შეიძლება ამ გზით ავთვისებიან სიმსივნეზე რეაგირებდეს, დაავადების დაწყების შესახებ გაფრთხილებდეთ და ექიმთან დროულად მისვლის საშუალებას გაძლევდეთ.

მუცლის ტკივილები

მელანომის ზოგიერთი სახეობის სიმსივნე და მეტასტაზები შეიძლება ღვიძლში გავრცელდეს: ამ შემთხვევაში მუცლის მარჯვენა, ზედა ნაწილში შეიძლება ტკივილი იგრძნოთ. თუ სხეულის ამ ნაწილში ტკივილს რეგულარულად გრძნობთ, ექიმს მიმართეთ და შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარეთ.

გართულებული სუნთქვა

თუ სიმსივნეს დროულად ვერ შეამჩნევთ, მისი მეტასტაზები შეიძლება ფილტვებში გავრცელდეს და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, მუდმივი ხველა და სუნთქვის გართულება. ეს სიმპტომები არ უგულებელყოთ და ექიმს რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ!

სახსრების ტკივილი

ძვლები და სახსრები – კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეიძლება დაავადება გავრცელდეს. უნდა შეგაშფოთოთ ართრიტის მსგავსმა სახსრების მტკივნეულმა შეგრძნებამ, ასევე უცნობი წარმოშობის სისხლჩაქცევებმა, რომლებიც დიდხანს არ გადადის.

მხედველობის პრობლემები

მელანომა იწყება მელანოციტებში, პიგმენტების შემქმნელ უჯრედებში, რომელთა უმეტესობა კანზეა განლაგებული.

მელანოციტები თვალშიც მდებარეობს, ამიტომ ზოგჯერ კანის სიმსივნე ამ უჯრედებშიც ვითარდება, მხედველობის სისუსტეს და დაბინდულ ხედვას იწვევს.

ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ შენიშნეთ, რომ ცუდად ხედავთ ან თვალების წინ „ყველაფერი ერთმანეთში“ ირევა.

კოლიკი

მელანოციტები, რომლებიც კანიც სიმსივნის დროს პირველი იტანჯებიან, ნაწლავებშიც მდებარეობს და შეიძლება დაავადების განვითარების ადგილი გახდეს. ამ შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება იყოს დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები. ნებისმიერი სიმპტომის დროს ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

თავის ტკივილი

მუდმივი თავის ტკივილი, ასევე მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციების სისუსტე შეიძლება კანის სიმსივნის სიმპტომები იყოს. პირველ რიგში, ტვინიც მელანოციტებს შეიცავს, ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიქმნას, თუ მელანომა კანის რომელიმე ნაწილზე განვითარდა. სწორედ ამიტომ, ასეთი სიმპტომები არ უგულებელყოთ და ექიმს დროულად მიმართეთ.