Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

ხალი ან ნევუსი – კანზე წარმონაქმნი მელანოციტური უჯრედებიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ძალიან გარუჯული კანის ნაწილია, რომელსაც გაზრდა შეუძლია. მელანინის კონცენტრაციის მიხედვით ხალი შეიძლება იყოს ნათელი ან ფერმკრთალი. ხალი ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში იქმნება და ცხოვრების განმავლობაში ჰორმონების გადაწყობით ან მზის ზემოქმედებით ვლინდება. ყურადღება მიგიქცევიათ, რომ ზაფხულის ან სანაპიროზე დასვენების შემდეგ სხეულზე დიდი ხალი ჩნდება? ადამიანს შეიძლება 10–დან 20–მდე ხალი ჰქონდეს, ხშირად ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა გვხვდება ისეთი ნევუსი, რომელმაც უნდა შეგაშფოთოთ. თითოეული ხალი დეტალურად შეისწავლეთ, შესაძლოა, ონკოლოგთან დაკავშირება ღირდეს.

კეთილთვისებიანი ნევუსი

ჩვეულებრივი ხალი, რომელიც მოშორებას არ საჭიროებს, თუ ესთეტიკურად არ გაწუხებთ. მას მრგვალი ფორმა აქვს, ზომას და ფერს არ იცვლის და კანის სიმსივნედ არ გარდაიქმნება. ისინი იყოფა რამდენიმე ტიპად:

  • ვერუკოზური ნევუსი: მუქი ფერის ხალი ნერვული ხორკლიანი ზედაპირით, არა უმეტეს 1 სმ.
  • იადასონის ნევუსი. ხალი, რომელიც თმიან ნაწილზე იზრდება. ჩვეულებრივ, უფეროა, შეიძლება იყოს უხეში ხორკლი ან კანზე ჩამოკიდული.
  • პიგმენტური ნევუსი. შეიძლება იყოს ბრტყელი, როგორც პატარა გაფანტული ხალები. პიგმენტურ ნევუსზე ხშირად თმა იზრდება.
  • სისხლძარღვების ნევუსი. მოწითალო ხალი, რომელშიც კაპილარები და სისხლძარღვები ჩანს.
  • პაპილომომატოზური ნევუსი. კვანძი, რომელიც მეჭეჭს ჰგავს. ხშირად გვხვდება კისერზე.

ავთვისებიანი ნევუსები

ასეთ ხალს არათანაბარი ფორმა აქვს, ზომაში იზრდება და დაჭერისას მტკივნეულია. ის დერმატოლოგმა და ონკოლოგმა უნდა შეამოწმოს. საფრთხის დადასტურების შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა მოიშოროთ. სრულად მოშორების შემდეგ ხალი აღარ გაიზრდება და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის.

  • მსხვილი ნევუსი. თუ ხალი სიგანეში 1 სმ–ზე მეტია, უნდა დაფიქრდეთ. ჩვეულებრივ, ყველა მსხვილი ხალი ავთვისებიანია.
  • მოსაზღვრო პიგმენტური ნევუსი. ჩვეულებრივ, თანდაყოლილი პატარა ლაქა, რომელიც ხელისგულზე, ტერფზე ან სასქესო ორგანოზე ჩნდება. არათანაბარი ფერი აქვს: ცენტრიდან კიდეებისკენ უქმდება. როგორც წესი, ზომაში სწრაფად იზრდება.
  • ნევუსი ოტა. მოცისფრო ან მუქი ცისფერი ლაქა, რომელიც გვხვდება საფეთქლებზე, ლოყებზე ან ყვრიმალებზე. არათანაბარი ფორმა აქვს. მელნის ლაქას ჰგავს.
  • დიუბრეილის მელანოზი. არათანაბარი, ხორკლიანი ნევუსი, რომელიც ყურძნის მტევანს ჰგავს. ის ძალიან სწრაფად იზრდება და როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ჩნდება. თითქმის 50% შემთხვევაში მელანომად (კანის სიმსივნე) გარდაიქმნება.

რისკ–ჯგუფები

ზოგიერთისთვის ყველაზე ჩვეულებრივი ხალიც საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, თეთრი კანის და წითური თმის ადამიანები თითქმის 100%–ით რისკის ქვეშაა. გაბატონებული გენი, რომელიც თმას ღებავს, მელანოციტებს ერთ–ერთ დამცავ ცილასთან (კანის სიმსივნის შემაფერხებელი) დაკავშირებაში ხელს უშლის.

თქვენ რისკ–ჯგუფში ხართ, თუ:

  • ღია კანი, თმა და თვალი გაქვთ;
  • ძალიან ბევრი ჭორფლი გაქვთ;
  • მზეზე ცუდად იწვებით, თუნდაც მთელი დღე სანაპიროზე გაატაროთ;
  • მზის დამწვრობა გქონდათ;
  • სხეულზე 50–ზე მეტი ხალი გაქვთ;
  • ახლო ნათესავებს კანის სიმსივნე ჰქონდათ;

განსაკუთრებული შემთხვევა

ზოგჯერ კეთილთვისებიანი ხალი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ავთვისებიანი გახდეს. ექიმები გირჩევთ, უსაფრთო ხალი მოიშოროთ, თუ:

  • თუ ჩაცმის დროს მას მუდმივად ეხებით;
  • ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც მუდმივად იჭიმება: ბიუსჰალტერის ხაზი, საცვალი, ყურის ნიჟარა, ინტიმური ადგილები.
  • ხშირად სისხლდენა ან ქავილი გაწუხებთ;
  • სხეულის ღია ნაწილზე მდებარეობს და მუდმივად მზის პირდაპირი სხივების ქვეშაა.

სახიფათო სიგნალები

ხალის მდგომარეობას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ. ხშირად ძალიან ბევრ სიგნალს იძლევა, რომ რაღაც რიგზე არაა.

მელანომასკენ მიდრეკილების პირველი ნიშნები:

  • ასიმეტრია. კეთილთვისებიან ხალს ყოველთვის სწორი ფორმა აქვს. თუ ზომაში ან გვერდზე იზრდება, ექიმს უნდა აჩვენოთ.
  • არათანაბარი ზედაპირი. თუ ხალის კიდეები ტალღოვანი ან დაკბილულია, ეს ცუდი ნიშანია;
  • შეფერილობა. ავთვისებიან ხალხს არათანაბარი შეფერილობა აქვს და ფერს იცვლის;
  • დინამიკა. თუ ხალმა ფორმა, ტექსტურა და შეფერილობა სწრაფად შეიცვალა, სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ.
  • ზომა. კეთილთვისებიანი ხალი ცხოვრების განმავლობაში არ იზრდება. მელანომასკენ მიდრეკილი კი ზომას ხშირად იცვლის.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.