Connect with us

თავის მოვლა

თმის ლამინირება სახლის პირობებში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით. სალონის ეფექტზე გაცილებით მდგრადია

სალონში ლამინირების პროცედურების ჩატარების შემდეგ ჩვენი თმა არაჩვეულებრივად გამოიყურება: ის ხდება უფრო მბზინვარე, მოცულობითი და ძალიან რბილი. მეტიც, თმის ლამინირების შემდეგ ფოლიკულები ჯანსაღდება, უსიცოცხლო, დაზიანებული თმა გაცილებით ლამაზ იერსახეს იძენს და მათი მოცულობაც იზრდება. სამწუხაროდ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი პროცედურები საკმაოდ ძვირად ფასობს, თანაც მდგრადი ეფექტის მისაღწევად სალონში მინიმუმ 5 ვიზიტი მაინც დაგჭირდებათ. სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, თქვენთვის ერთი არაჩვეულებრივი ნატურალური საშუალების შესახებ მეამბო. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და მისი დახმარებით მარტივად შეძლებთ თმის ლამინირებას სახლის პირობებში. მოცემული პროცედურის ეფექტი სალონში ჩატარებული ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურს ეფექტს არაფრით ჩამოუვარდება! მეტიც, შედეგი უფრო დიდხანს ფიქსირდება.

თმის ლამინირება ჟელატინით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. ჟელატინი (აუცილებლად გრანულებიანი)
  • 3 ს.კ. ცხელი წყალი
  • 1 ს.კ. თმის ნებისმიერი ნიღაბი ან ბალზამი

ინსტრუქცია: 

1. ჩაყარეთ ჟელატინი მინის ჭურჭელში, დაასხით ცხელი წყალი (არავითარ შემთხვევაში მდუღარე) და ურიეთ სრულ გახსნამდე.

2. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ 1 ს.კ. თმის ნებისმიერი ნიღაბი ან ბალზამი. თუ გსურთ, თმა კიდევ უფრო გაიჯანსაღოთ და გამოკვებოთ აუცილებელი ვიტამინებით, აქვე შეგიძლიათ 1 კაფსულა E და A ვიტმაინის დამატებაც, რომელთა შეძენას შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში. შეგიძლიათ სასურველი ეთერზეთების გამოყენებაც.

3. კარგად დაიბანეთ თავი, ოდნავ შეიმშრალეთ და კარგად შეიზილეთ მზა საშუალება თმის მთელ სიგრძეზე (დაიწყეთ დაბოლოებებიდან). შეეცადეთ, ეს საშუალება უშუალოდ თავის კანზე არ დაიტანოთ, რათა თმის ფესვები  არ გაცხიმიანდეს.

4. როდესაც ჟელატინის მასას მთელ თმაზე კარგად გაინაწილებთ, გაიკეთეთ კოსა და დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი ან შემოიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა). თმის ლამინირებისას აუცილებელია, რომ თმა თბილად იყოს, რის გამოც უნდა დაიფაროთ ქუდი ან შემოიხვიოთ პირსახოცი და პერიოდულად მიიშვიროთ ფენის ცხელი ჰაერი. საერთო ჯამში ეს საშუალება თმაზე სამოქმედოდ უნდა დაიტოვოთ დაახლოებით 30 წუთით, შემდეგ კი კარგად დაიბანოთ თავი თბილი წყლით, შამპუნის გამოყენების გარეშე.

5. თავის დაბანის შემდეგ თმა გაიშრეთ ბუნებრივი გზით, არ გამოიყენოთ ფენი. თუ მომზადებული ნარევი სრულად არ დაგჭირდათ, გადაიტანეთ ის მინის ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში შემდეგ გამოყენებამდე. მაცივარში შენახული მასა თმაზე დატანამდე ოდნავ შეათბეთ.

თმის ლამინირების ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ შესამჩნევია. ჟელატინის მასა თმას ჯანსაღ მბზინვარებასა და დამატებით მოცულობას მიანიჭებს. თუ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ამ ნარევით თმის ლამინირების პროცედურას მთელი თვის განმავლობაში კვრაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით!

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.