Connect with us

თავის მოვლა

ტოპ 3 სალონური პროცედურა თმის აღსადგენად

მაშინაც კი, თუ კარგი გენეტიკა გაქვთ, დაბალანსებულ დიეტას იცავთ და ვიტამინების კურსს იტარებთ, თმის აღმდგენი სალონური პროცედურების მნიშვნელობის დაუფასებლობას არ გირჩევთ. რეგულარულობა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მათ დაგროვებითი ეფექტი აქვთ. პირველი პროცედურის შემდეგ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ? ბევრი რამ სპეციალისტზე, კოსმეტიკასა და კლიენტის სხვა ინდივიდუალურ განსაკუთრებულობაზეა დამოკიდებული.

დღეს ტოპ 3 ყველაზე პოპულარული პროცედურის მიმოხილვას გთავაზობთ, რომელიც წამიერ შედეგს 98% შემთხვევაში იძლევა. შემოწმებულია!

თმის ბოტოქსი

ჩვენთან ბოტოქსი რატომღაც მხოლოდ „სილამაზის ნემსებთან“ ასოცირდება და სულ ტყუილად. მას ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. აქ მთავარი მოქმედი ნივთიერება არის მოლეკულა ინტრა-სილანი, რომელიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თმის ღეროში აღწევს და დაზიანებას შიგნიდან აღადგენს. პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. თმის ბოტოქსი ნემსების გარეშე ხორციელდება. დანამატის სახით მთავარ მოქმედ ნივთიერებას სხვადასხვა არომატს, ბალახების ნაყენს, ამინომჟავებს, ვიტამინებს, ნატურალურ ზეთებს და ჰიალურონის მჟავასაც კი უმატებენ. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თმა უფრო ბზინვარე, მოვლილი და ჯანმრთელი ხდება. გაყოფილი ბოლოები, რომლებიც უკვე დიდი ხანია დისკომფორტს გიქმნიდათ, თითქოს შიგნიდან „დაილუქა“.

ლამინირება

დაბეჭდილი მასალის ლამინირების ანალოგის მსგავსად, თმას სპეციალურ შემადგენლობას უსმავენ და ამით თმას მთელ სიგრძეზე ფარავენ. დამცავი ფირი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და B12 ვიტამინისგან შედგება. განსხვავება იმწამსვე დაინახავთ: თმა სქელდება, შესამჩნევი მოცულობა ჩნდება და უფრო ბზინვარე ხდება. პროცედურას დაგროვებითი ეფექტი აქვს, ამიტომ რეგულარულად გაიკეთეთ. ლამინირებული შემადგენლობა სულ უფრო ნელა ჩამოირეცხება და თმას გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან საიმედოდ დაიცავს.

თმის დაეკრანება

ეს ლამინირების ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ თმის აღმდგენი დამატებითი ეტაპით. პროცედურისთვის საჭირო შრატში შემავალი ამინომჟავები, სოიოს ცილები, ზეთი და ვიტამინები ეფექტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.