Connect with us

თავის მოვლა

თმის ლამინირება სახლის პირობებში

დღეს სახლის პირობებში ჟელატინით თმის ლამინირების რეცეპტს გთავაზობთ.

წყალი აადუღეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ. 1 ს/კ ჟელატინი მინის თასში ჩაასხით და 3 ს/კ თბილი წყალი დაასხით. თუ სქელი ან გრძელი თმა გაქვთ, პროპორცია 3-ჯერ გაზარდეთ, ანუ 3 კოვზ ჟელატინზე 9 კოვზი წყალი გამოიყენეთ (უბრალოდ ყოველთვის 1:3 პროპორცია გამოიყენეთ). ყველაფერი კარგად აურიეთ.

არ ინერვიულოთ, თუ ჟელატინი კოვზს მიეკვრება, მის მოშორებას შემდეგ მარტივად შეძლებთ. გირჩევთ, ინგრედიენტების არევის შემდეგ ჟელატინის ჭურჭელს ზემოდან თეფში დააფაროთ. ასე არ გაგრილდება. სხვათა შორის, ეს პროპორცია მოკლე თმაზეა გათვლილი.

გრძელი ან სქელი თმის შემთხვევაში პროპორცია გაზარდეთ. პირველი პროცედურის შემდეგ ჟელატინის ნარევის რაოდენობა თავად გამოთვალეთ, რომ შემდეგში თმის ლამინირების გაკეთების დროს თქვენთვის აუცილებელი რაოდენობის მომზადება შეძლოთ.

სანამ ჟელატინი გასივდება, თავი შამპუნით დაიბანეთ, შემდეგ ბალზამი წაისვით და ჩამოიბანეთ. თმა პირსახოცით შეიმშრალეთ, რომ ზედმეტი ტენი მოიშოროთ, თუმცა ოდნავ სველი დატოვეთ.

ჟელატინის ნარევის მომზადებიდან 20 წუთი უნდა გავიდეს. ახლა შეამოწმეთ. თუ ჟელატინი ბოლომდე გახსნილია, შეგიძლიათ წყლის ორთქლზე შეათბოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

შემდეგ ჟელატინს თქვენი საყვარელი თმის ნიღაბი (ნახევარი სუფრის კოვზი) დაუმატეთ. უფრო მეტი არ დაუმატოთ, რადგან სასურველი ეფექტი შეიძლება ვერ მიიღოთ. კონსისტენცია სქელი არაჟნის ან ცომის მსგავსი უნდა იყოს.

ახლა ჟელატინის ნარევი სველ თმაზე წაისვით. თავად კანზე (ანუ თმის ძირებში) არ წაისვათ. ჟელატინის მასის წასმა თმის ძირებიდან ზუსტად 1 სმ-ით დაშორებით დაიწყეთ. ჟელატინის ნიღაბი ძალიან სწრაფად წაისვით. თავად დარწმუნდებით, ლამინირების პროცედურა სირთულეს არ წარმოადგენს.

ახლა თავზე პოლიეთილენის პარკი ან სპეციალური ქუდი დაიხურეთ. ზემოდან პირსახოცით შეიფუთეთ და თავი ფენით 10-15 წუთით შეითბეთ. შემდეგ სახლის საქმეების გაკეთებას შეუდექით – ასე 45 წუთის გასვლას ვერც კი შეამჩნევთ.

ახლა ჟელატინის ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ. ნარევში დამატებული ბალზამის წყალობით ჟელატინს მარტივად მოიშორებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.