Connect with us

საკითხავი

ვინ და რატომ უნდა ატაროს წითელი ძაფი 7 კვანძით მაჯაზე

დღეს ისეთი აქსესუარი, როგორიც არის წითელი ძაფი, შეიძლება ბევრს დაუნახოთ. ზოგი მას ავი თვალისგან დასაცავად ატარებს, ზოგი სიმდიდრის მისაღებად, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ მოდური ნივთია. და აი, თქვენც წითელი ძაფი შეიძინეთ და დრო მოვიდა ხელზე გაიკეთოთ. როგორ უნდა ჩაატაროთ რიტუალი სწორად და რატომ იკეთებს ყველა 7 კვანძს? რატომ არა სამს ან ათს?

გამოცდილი კაბალისტები გიამბობთ, თუ როგორ უნდა ატაროთ წითელი ძაფი სწორად და რამდენი კვანძი უნდა გაიკეთოთ, რაც მთავარია – რატომ არის საჭირო.

როგორ შევკრათ წითელი ძაფი

კაბალა, როგორც ღვთაებრივი მოძღვრება, რომელიც ებრაელების წმინდა წიგნშია მოცემული, ნუმეროლოგიას დიდ ყურადღებას უთმობს. ციფრების სახით სიმბოლოები ამ შეტყობინებებში გამოიყენება, როგორც საიდუმლო ცოდნის გასაღები, რომელიც ადამიანს ცხოვრების ყველა სფეროში ეხმარება.

კაბალას მიხედვით, ციფრი 7 შთაგონების და გარდაქმნის სიმბოლოა. ასევე ეს ციფრი ერთ-ერთი არხის ნიშანია, რომლის მეშვეობით შემოქმედი სამყაროს მართავს – ე.წ. მარადიულობის არხი. აქედან გამომდინარე, ლეგენდარული წითელი ძაფი შვიდი კვანძით თქვენს სულიერ სამყაროსთან კავშირს ამყარებს და ყოველგვარი ბოროტების, უწმინდური ფიქრებისა და შავი შურისგან თავდასაცავი მყარი ფარი ხდება.

ამის გაგება და გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანი, ყოველგვარი ცრურწმენის გავლენის ქვეშ, რიტუალის დაწყების დროს ძაფის შეკვრისას შვიდ სურვილს იფიქრებს, ან თითოეული კვანძის შეკვრისას იძლევა პირობას, რომელიც რიტუალს მხოლოდ არღვევს, მის დაცვის უნარს ამცირებს და ადამიანს დაუცველს ხდის. თითოეულ ამულეტს სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

დღეს ძალიან ბევრი წითელი ძაფი აქსესუარების მაღაზიებში იყიდება. კაბალისტები ამბობენ, რომ ძაფს სხვადასხვა მძივები და სხვა კულტურის ამულეტები არ უნდა დაუმატოთ. უნდა აირჩიოთ, თუ რისი გწამს და მას უნდა მისდიოთ. და ბოლოს, თქვენი შინაგანი სამყარო სიკეთით აავსეთ.

წითელი ძაფი მარცხენა ხელზე უნდა გაიკეთოთ. უმჯობესია, თუ მას ახლობელი ადამიანი გაგიკეთებთ. კვანძების შეკვრის დროს ბენ პორატის ლოცვის წაკითხვა რეკომენდებულია, რომელიც ძაფის დაცვის უნარს გააძლიერებს: „როგორც დედამიწაზე თევზები წყლით არის დაფარული და ავ თვალს მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ასევე ავი თვალი იოსეფის შთამომავლებზე გავლენას ვერ მოახდენს. თვალი, რომელიც არ უყურებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის, ავი თვალის გავლენის ქვეშ არ მოექცევა“.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.