Connect with us

ჰოროსკოპი

სიმორონის რიტუალი სურვილების ასასრულებლად

ვინ იფიქრებდა, რომ მარტივ და მოკრძალებულ რიტუალს სურვილების ასრულება შეუძლია? უბრალოდ სიმორონის რიტუალი სცადეთ და პოზიტიური ცვლილებები არ დააყოვნებს! მოქმედებას თითქმის რიტუალის ჩატარების დღეს დაიწყებს, ხოლო სურვილი მეორე დღეს ასრულდება.

როგორ ჩავატაროთ სიმორონის რიტუალი

მარტივად! ამისთვის უბრალოდ თასმები აიღეთ. მაგალითად, ის, რომლითაც ფეხსაცმელს იკრავთ. სურვილების ასასრულებლად ფერადი თასმები გამოიყენეთ, მაგრამ შავს გვერდი არ აუაროთ.

საქმე არა შავ ფერში, არამედ ადამიანის აღქმაზეა, თუ რა დამოკიდებულება აქვს შავი ფერის მიმართ. შავი – შეზღუდვების და გლოვის სიმბოლოა. რიტუალისთვის თასმის მდგომარეობას მნიშვნელობა აქვს, როგორც ახალი, ასევე ძველი გამოგადგებათ.

თასმები ხელში აიღეთ. ახლა სურვილი ჩაიფიქრეთ. არ იჩქაროთ, პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდეთ!

სურვილი წყლიანი სიტყვებით და ცარიელი ფრაზებით არ გაავსოთ. მისი წარმოთქმისას წარსულ და მომავალ დროს, ასევე სიტყვებს „მინდა“ და „ვუარყოფ“ თავი აარიდეთ. სურვილის მკაფიოდ გამოხატვა ცხოვრებაში მისი ასრულების სიჩქარესთან პირდაპირ დაკავშირებულია.

სურვილის ჩაფიქრების შემდეგ სახლში ისეთი ადგილი იპოვეთ, სადაც თასმებს შეკრათ. ამ მიზნით გირჩევთ თქვენი პირადი კუთხე გამოიყენოთ ან ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ.

ადგილი, სადაც თასმები უნდა შეკრათ

ამ მიზნით იდეალურია კარადის კარი, კარის სახელური ან მაგიდა და სხვა ავეჯი. პრაქტიკულად, ყველაფერი, მათ შორის მაგიდის ფეხი! თასმის შეკვრა იმწამსვე დაიწყეთ, როგორც კი სურვილს ჩაიფიქრებთ, თან წარმოთქვით:

„თასმას ვკრავ, სურვილს ჩემთან ვაბამ“

სიმორონის რიტუალის ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე კვანძი გააკეთეთ. თუმცა ერთიც საკმარისია. არანაირი შეზღუდვა ან ტაბუ არ არსებობს! რიტუალი იმდენჯერ შეასრულეთ, რამდენჯერაც გჭირდებათ, მაგრამ სჯობს წინა სურვილის ასრულებას დაელოდოთ.

სურვილები უნდა ასრულდეს! მათ სწრაფად ასახდენად სიმორონის რიტუალი გამოიყენეთ. სცადეთ და არ ინანებთ!