Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ შევარჩიოთ და შევკრათ ძაფი–ამულეტი მაჯაზე სწორად

ყურადღებას აქცევთ, თუ რით იმშვენებენ ხელს გარშემომყოფები? თუ კი, ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ჩვეული სამაჯურების ნაცვლად სულ უფრო ხშირად უბრალო ძაფს იყენებენ. ძაფი სხვადასხვა ფერის და განსხვავებულად გასკვნილი შეიძლება იყოს. მსგავსი აქსესუარის მთავარია მიზანი დეკორი არაა. ეს ერთგვარი და ძალიან ძლიერი თილისმაა, რომელიც ენერგეტიკას აძლიერებს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სწორად უნდა შეკრათ და სწორი ფერი აირჩიოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, ეს როგორ გააკეთოთ.

როგორ შევარჩიოთ სწორი ძაფი მაჯაზე

კაბალას მიმდევრები თვლიან, რომ ძაფი მაჯაზე უბედურებისა და უსიამოვნებისგან გვიცავს. ის ადამიანს ნეგატიური ენერგიისგან იცავს და ძალას მატებს. ამისთვის ხარისხიანი, ნატურალური მასალა უნდა აირჩიოთ. სელის, ბამბის და აბრეშუმის თილისმებს აფასებენ.

ამასთან, სამაჯურის ფერს ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეფერილობა ენერგიის ნაკადებზე განსხვავებულად მოქმედებს. მაგალითად, წითელი ძაფი ბოროტი ხალხისგან დაგიცავთ. თუ თავდასხმის, გაქურდვის ან თაღლითობის გეშინიათ, უპირატესობა მას მიანიჭეთ. ნარინჯისფერი ან ყვითელი ძაფი ავი თვალისა და ბოროტი გავლენისგან დაგიცავთ.

მწვანე ძაფი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ეს ფერი ფულს იზიდავს და ტყუილისგან გიცავთ. ლურჯი ან ცისფერი ძაფი ინტუიციას აძლიერებს, ურთიერთობას ხელს უწყობს. თუ უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში თავს მორცხვად გრძნობთ, ეს შეფერილობა აირჩიეთ.

თუ ხშირად უსიამოვნებები და პრობლემები გაქვთ, იისფერი სამაჯური აირჩიეთ. ის საფრთხისგან დაგიცავთ. თეთრი ძაფი უფრო შეეფერება მათ, ვინც ჯერ კიდევ სწავლობს. ის მეხსიერებას აუმჯობესებს, რთული საკითხების გაგებას და ინფორმაციის ათვისებას ხელს უწყობს. თუ ერთდროულად ყველა უნარის მიღება გსურთ, სხვადასხვა ფერის ძაფები ერთად გამოიყენეთ. იდეალური რიცხვი – 3.

როგორ შევკრათ ძაფი სწორად

რომელი ფერიც არ უნდა აირჩიოთ, 7-ჯერ გასკვნული ძაფები უნდა აიღოთ. ისინი თქვენი აზრების სიწმინდეს განასახიერებენ. თუ გსურთ, რომ სამაჯურები მუშაობდეს, მთავარი წესი დაიმახსოვრეთ. მათი დამოუკიდებლად შეკვრა არ შეიძლება, ასე ძალა არ ექნება.

ძაფები იმ ადამიანმა უნდა შეგიკრათ, ვისაც ენდობით და ვინც გულწრფელად სიკეთეს გისურვებთ. სამაჯური მარცხენა მაჯაზე გაიკეთეთ. ამრიგად, დადებით ენერგიას მიიღებთ.

თუ წითელ ფერს ირჩევთ, ყურადღებით იყავით. ის არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ავი თვალისგან დაგიცავთ. ნეგატიურ ფიქრებს თავი აარიდეთ, როცა სამაჯურს ატარებთ. ასე სარგებელს მოგიტანთ.

თუ ხელზე ძაფის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეს სწორად გააკეთეთ. ასე ნამდვილად ეფექტურია. თქვენ შეიძლება სასწაულის ძალის არ გჯეროდეთ, მაგრამ ზოგჯერ მძიმე წუთებში თვითდარწმუნება ყველა დამცავ თილისმაზე უკეთ მოქმედებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა უბედურება თქვენს და თქვენს ახლობლებს გვერდს აუვლის!