Connect with us

თავის მოვლა

ეშმაკობები რომლებიც სააგარაკე სეზონზე თქვენს ფრჩხილებს დაიცავენ

მოსავლის აღება და ეზოში მოვლილი ვარდების ქონა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიწასთან მუშაობა ჩვენს მანიკურს იწირავს. მართალია რეზინის ხელთათმანებით მუშაობის შესახებ რჩევის გაცემა ძალიან იოლია, თუმცა ეს ძნელად შესრულებადი და მოუხერხებელია. დღეს შემოტავაზებთ 6 მეთოდს იდეალური ფრცხილების შესანარჩუნებლად.

საპონი ფრჩხილების ქვეშ

ყველაზე მარტივი და “მუშა” ვარიანტია ფრჩხილის სილამაზის შესანარჩუნებლად. საპონი ფრცხილების ქვეშ არსებულ სივრცეს ამოავსებს და იქ ჭუჭყი ვეღად მოხვდება, დაბანის შემდეგ კი საპონი დადნება და იოლად მოგშორდებათ! ეს ღცევა ფეხის ფრჩხილების შემთხვევაშიც გამოგადგებათ.

“თხევადი” ხელთათმანი

საშუალებები რომლებიც კანს ფარავენ და მტვრისა და ჭუჭყისგან იცავენ – ძალიან ძვირი ღირს. მათ ნაცვლად შეგიძლიათ თხევადი საპონი გამოიყენოთ. კარგად შეიზილეთ თხევადი საპონი თითებში და შეიშრეთ, შემდეგ კი ხელთათმანები ჩაიცვით. ეს საშუალება მხოლოდ მშრალ სამუშაობზე გამოგადგებათ. როგორც კი ხელი დასველდება მოგიწევთ პროცედურა ტავიდან გაიმეოროთ.

თეთრი ფანქარი

ფრჩხილების გათეთრებაში ჩვეულებრივი თეთრი ფანქარი დაგეხმარებათ. დაიანეთ ხელები, მოიცილეთ ზედმეტი ჭუჭყი ფრჩხილებიდან და შემდეგ ფრჩხილის ქვეშ თეთრი ფანქარი წაისვით, ეს თქვენი ფრჩხილების შესახედაობას უფრო გააუმჯობესებს და გაათეთრებს.

ხელის აბაზანები

სამწუხაროდ სააგარაკე სეზონზე მხოლოდ ხელის კრემები საკმარისი არ არის, ამიტომ უმჯობესი იქნება ყოველ საღამოს ხელები ზღვის მარილიან და ლიმონის ეთრეზეთიან წყალში ჩაილბოთ. პირველი ინგრედიენტი რჩხილებს გაგიმაგრებთ, მეორე კი კანს და ფრცხილებს გაგითეთრებთ.

წითელი მოცხარი

წითელი მოცხარი ძალიან სასარგებლო კენკრა გახლავთ. ის წამებში აშორებს ბალახისგან დატოვებულ მწვანე და ყვითელ ლაქებს. აირეთ ერთი მუჭა წთელი მოცხარი და კარგად შეიზილებთ ხელებში კრემის მსგავსად, შემდეგ ჩამოიბანეთ და ნახავთ, რომ თქვენი კანი იდეალურად სუფთაა!