Connect with us

თავის მოვლა

რატომ არის კრემი „გერონტოლი“ აღმოჩენა მათთვის, ვინც პრემიუმ კოსმეტიკას იყენებს

მე და დედა სახის კანის მოვლის შესახებ ხშირად ვკამათობთ. მას ძვირადღირებულ კრემებს, საფირმო ნიღბებს და ზეპოპულარულ თვალის პატჩებს ვჩუქნი, ხოლო სტუმრად მისვლისას მხოლოდ კრემ „გერონტოლს“ ვხედავ. აი, როგორ ხსნის დედა სიტუაციას.

მისი საუკეთესო დაქალი ჯერ კიდევ 95-იანებში მაიამიში საცხოვრებლად გადავიდა. აქ, იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ჩამოფრენისთანავე მაღაზიაში წიწიბურას და დამატენიანებელი საშუალების შესაძენად გარბის. ის გერონტოლის კრემს ყიდულობს, თითქოსდა ეს ყველაფრისგან ხსნა იყოს. აი, როგორ იყენებს კრემს ელიტური კოსმეტიკით განებივრებული ქალი.

მკვებავი ნიღაბი გერონტოლის კრემით ყელისა და დეკოლტეს ზონებისთვის

ქალები ყელის და დეკოლტეს ზონებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სახეს. არადა ქალის ასაკს სწორედ ისინი ამჟღავნებენ. ამ ზონებისთვის სპა პროცედურები მოაწყვეთ, რომ ახალგაზრდობა დაიბრუნოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ნაჭრის სალფეთქი, ალოეს წვენი და ტუბი „გერონტოლი“.

თავდაპირველად, კანი გაიწმინდეთ. ამისთვის სალფეთქი ალოეს წვენსა და თბილ წყალში დაასველეთ. ყელის და დეკოლტეს ზონა დაფარეთ. ნაჭრის გაშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ პროცედურა კიდევ 3-4-ჯერ გაიმეორეთ. იდეალურ პირობებში კანი კარგად უნდა დაისველოთ.

შემდეგ გერონტოლის სქელი ფენა წაისვით. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ სველი, ნაჭრის სალფეთქით მოიშორეთ. პროცედურა ხანგრძლივი, მაგრამ ეფექტურია. გირჩევთ თან რაიმე ფილმს უყუროთ.

„გერონტოლი“, როგორც მაკიაჟის ბაზა

თუ მშრალი კანი გაქვთ, წინასწარ დატენიანების გარეშე მაკიაჟის წასმა კატეგორიულად არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაღიზიანებას და გამონაყარს მიიღებთ.

პირველ რიგში, სახის კანი გაიწმინდეთ, შემდეგ ცოტა „გერონტოლი“ წაისვით. მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ და შეწოვა აცადეთ. მაკიაჟი მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით.

კოსმეტიკა დაბალი ტემპერატურის წინააღმდეგ

თავისი სტრუქტურით კრემი „გერონტოლი“ მკვრივი და ზეთოვანია. სწორედ ამიტომ, დაბალ ტემპერატურაზე კანის დასაცავად იდეალურია. თუ გსურთ ლოყები, ტუჩები და ხელები დახეთქვისა და აქერცვლისგან დაიცვათ, ქუჩაში გამოსვლის წინ წაისვით. კრემს შეწოვა აცადეთ.

„გერონტოლი“ მაკიაჟის მოსაშორებლად

ტუში სჯობს სპეციალური საშუალებით მოიშოროთ, რომ თვალის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ. აი, მდგრადი ტუჩასაცხის მოშორებას „გერონტოლით“ შეძლებთ. კრემის სქელი ფენა ტუჩებზე წაისვით და ბამბის სპონჟი დაიდეთ. რამდენიმე წუთში ტუჩსაცხი მოიშორეთ. ტუჩები არა მხოლოდ ბუნებრივ ფერს დაიბრუნებს, არამედ რბილი და ნაზი გახდება.

კრემი „გერონტოლი“ კუტიკულის დასარბილებლად

თუ ჩემსავით „მუხისებრი“ კუტიკულა გაქვთ, რომელიც ფრჩხილების სილამაზეს აფუჭებს, გირჩევთ გერონტოლის ნიღაბს. კრემის სქელი ფენა ფრჩხილებზე წაისვით და პოლიეთილენის ხელთათმანი ჩამოიცვით.

ხელები თბილ წყალში მოათავსეთ ისე, რომ წყალი ხელთათმანის შიგნით არ მოხვდეს. 15-20 წუთით ხელთათმანები მოიხსენით, კრემი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხელები გაიმშრალეთ და კუტიკულა მოიშორეთ.

რა თქმა უნდა, სახისთვის კრემი „გერონტოლი“ ძალიან მძიმეა. ის მხოლოდ ძალიან მშრალ კანს უხდება. გონივრულად და იშვიათად გამოიყენეთ, რომ ცხიმიანი ბზინვარება და გამონაყარი თავიდან აიცილოთ. და მაინც, გირჩევთ, რამდენიმე ტუბი „გერონტოლი“ მოიმარაგოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.