Connect with us

თავის მოვლა

ვიტამინების ნაკრები, რომელიც თმის და ფრჩხილების გაძლიერებაში დაგეხმარებათ

ლამაზი თმა და ძლიერი ფრჩხილები არა მხოლოდ ყველა ქალის, არამედ ბევრი მამაკაცის ოცნებაა. სამწუხაროდ, ჩვეული საკვებიდან აუცილებელი ვიტამინების საკმარისი რაოდენობით მიღებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ, ვიტამინების ნაკრების მიღება გვიწევს. ახლა განსხვავებული ფასების კატეგორიაში საკვები დანამატების დიდი არჩევანია. როგორ შევარჩიოთ სწორი ვიტამინების ნაკრები ამ მრავალფეროვნებას შორის? Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ რომელი ვიტამინების ნაკრები სჯობს ფასი/ხარისხის თანაფარდობის გათვალისწინებით და რომელი დაგეხმარებათ ფრჩხილების და თმის გაძლიერებაში უკვე პირველივე კურსის შემდეგ.

რომელი ვიტამინები უნდა შედიოდეს შემადგენლობაში

დავიწყოთ A ვიტამინით. მისი მიღება ქერტლის პრევენციისთვის, ასევე თმის ფოლიკულების გასაძლიერებლად აუცილებელია. სხვა ყველაფერთან ერთად, A ვიტამინი კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, მის ნაადრევ დაბერებას აფერხებს.

რაც შეეხება, ფრჩხილების გაძლიერებას, აქ ყველაზე მეტად სასარგებლოა E ვიტამინი. ნებისმიერი შრატის ან მდოგვის ნიღბის შემადგენლობაში PP ვიტამინი თმის ზრდას სტიმულირებას. ცალკე ყურადღებას B ჯგუფის ვიტამინები იმსახურებს. მათი რეგულარული მიღება თმის ბოლქვების ნორმალურ კვებას უზრუნველყოფს, ბოლოების გაყოფას თავიდან გაცილებთ, დაზიანებულ თმას აღადგენს და ზრდას აჩქარებს.

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) თმას ასქელებს, რადგან უჯრედების რეგენერაციას აჩქარებს, ნივთიერებათა ცვლას და სისხლძარღვების მუშაობას არეგულირებს.

თმის ცვენის და ფრჩხილების დაყოფის მიზეზები

დაუყონებლივ აღვნიშნავთ, რომ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ექიმთან კონსულტანცია სჯობს. თქვენი თმის და ფრჩხილების მდგომარეობაზე ძალიან ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. ყველაზე ცხადი: ძლიერი სტრესი.

არასწორი კვება, მავნე ჩვევები და ალკოჰოლის ჭარბი მიღება კარგს არაფერს მოგიტანთ. შემდეგ მოდის უძილობა და ქრონიკული დაღლილობა, რომელიც ოფისის თანამშრომლების 80%–ზე მეტს აწუხებს. სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნეთ, პერიოდულად გაწელვები გააკეთეთ და ივარჯიშეთ, რომ როგორმე მჯდომარე ცხოვრების წესი გაანეიტრალოთ და სტრესის დონე შეამციროთ.

კიდევ ერთი უხილავი მიზეზი: ცილების დეფიციტი. უნდა გესმოდეთ, რომ თმის და ფრჩხილების მდგომარეობისთვის საზიანოა როგორც ცილების დეფიციტი, ასევე სიჭარბე. გადაჭარბება არ ღირს. აირჩიეთ ვიტამინების ნაკრები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებთან ერთად შეიცავს თუთიას, კალციუმის, მაგნიუმს და რკინას. ისინი ყველაზე მეტად დაგეხმარებიან.