Connect with us

ჯანმრთელობა

ეს წვენი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და გახდომაშიც დაგეხმარებათ

ნივრის წვენი სამკურნალო საშუალებად საუკუნეების მანძილზე გამოიყენება. მისი წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა რომელიც ბევრ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და კარგი იქნება მისი გამოყენება.

ნივრის წვენის ღირსებები

ნიორი ბევრ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის იცავენ  და ჯანმრთელობას უნარჩუნებენ. ნივრის წვენი А, В6, С, Е ვიტამინების, კალციუმის, სპილენძის, გოგირდის, მანგანუმის, რკინის, კალიუმის, ფოსფორისა და სელენის წყაროა.

ის გახდომაში გვეხმარება

ნივრის წვენი განსაკუთრებით სასარგებლო მათთვისაა ვისაც გახდომა სურს. ეს კი მასში შემავალი ფიტოქიმიური ნივთიერებების გამო ხდება, რომლებიც ალიცინის სახელით არის ცნობილი. ნიორი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის დონის კლებას. ამასთანავე ის ამცირებს წნევას და ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს.

ალიცინი ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. მაგალითად, სალმონელას, სტაფილოკოკის და საფუარისგან. გარდა ამისა, ის ძლიერი ანტიბაქტერიული, ვირუსსაწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებაა.

ალიცინის რაოდენობა მცირდება ნივრის მომზადების პროცესში, ამიტომ აჯობებს წვენი მოამზადოთ, ეს ყველაზე ჯანმრთელი მეთოდია მის გამოსაყენებლად.

ნიორს კიბოს ზოგიერთი სახეობის შეჩერება შეუძლია

ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ნივრის წვენის გამოყენება სიმსივნის რამდენიმე სახეობას აჩერებს. მაგალითად ფილტვის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის წვენის ჩეულებრივ დიეტაში შეტანა, მნიშვნელოვნად შეამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, გაამაგრებს იმუნურ სისტემას და გააუმჯობესებს ორგანიზმის ინფექციებთან ბროძოლის შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, საჭმელში ნივრის წვენი ისეთი დაავადებების შემთხვევაშიც სასარგებლოა როგორიცაა ასთმა, გრიპი და კუჭის წყლულოვანი დაავადება.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას

ნივრის წვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროსაც დაგეხმარებათ, ასევე დაგეხმარებათ ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების ქონის შემთხვევაშიც, რომლებიც არტერიებში დაგროვილი ნალექის გამო ვითარდება. ნივრის წვენი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ამცირებს ინსულტის რისკს.

ნივრის წვენის ყოველდღიური დიეტა განსაკუთრებით ტოქსინების გამოყოფაში დაგეხმარებათ, ისინი კანის ფორების მეშვეობით ტოვებენ ორგანიზმს, შესაბამისად მისი მეშვეობით თქვენი კანი გაცილებით ჯანმრთელი და ახალგაზრდა იქნება – ნიორი ხელს შეუშლის უჯრედების დაზიანებას.

ნივრის წვენი სტაფილოთი

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი საშუალო ზომის ვაშლი
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • ერთი პატარა კოჭა

ნივრის წვენი ვაშლებით

ინგრედიენტები:

  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ვაშლი
  • 1 ტკბილი წიწაკა

ნიახური და ნივრის წვენი
ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი
  • 2 კონა ნიახური
  • 1 კბილი პატარა და საშუალო ნიორი
  • 1 ფესვი კოჭა

ინგრედიენტები აურიეთ ბლენდერში და უზმოზე მიიღეთ.

წვენები თქვენი გემოვნებით, ყოველდღე მიირთვით.

ნივრის სამკურნალო თვისებები თავის პიკს აღწევს, როდესაც მას უმად მიირთმევენ ან უკეთესი, როდესაც წვენის სახით იღებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი სუნი – ნამდვილად პრობლემატურია.

იმისთვის, რომ მისი არასასიამოვნო სუნი შევამციროთ, მისი კბილების მწვანე ფოთლებში გადახვევაა. მაგალითად ისპანახის ან უკეთესი – ოხრახუშის ფოთლებში, შემდეგ კი გავწუროთ წვენსაწურში.