Connect with us

სხვა

ენერგეტიკული დაცვის დაყენება ძალიან იოლია! დაიცავით თავი!

თანამედროვე სამყაროში საკუთარი საქმეებით ისე ვართ გართული, რომ სრულიად გვავიწყდება ნეგატიური ენერგეტიკის გავლენა. სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვის რამდენიმე ვარიანტი არაკეთილმოსურნეებისა და მოშურნეებისგან თავდასაცავად.

დღეს ახალი აღმოჩენების და ციფრული ტექნოლოგიების დროა. ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია მაგნატი გამხდარიყო ან განკარგულებაში მილიონობით ლარი ან სხვა ვალუტა ჰქონოდა. თუმცა უმეტესობა წარუმატებლობას განიცდის. რა თქმა უნდა ბევრი მიზეზი არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიშოროთ მანამ სანამ პირველ მილიონს გამოიმუშავებთ. ეს მიზეზი შეიძლება სიზარმაცე, შური ან სიღარიბის ფსიქოლოგია იყოს. თუმცა ვარიანტებს შორის ნეგატიური ენერგეტიკული თავდასხმაც შეიძლება განვიხილოთ.

ასეთ ზემოქმედებას ჯადოს ან გათვალვას უწოდებენ, როგორც წესი მათგან სუსტი ენერგეტიკის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც შიშებითა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობით არიან სავსე. სინამდვილეში, ასეთი გამოცდის წინაშე ნებისმიერი წარმატებული ადამიანი აღმოჩენილა, მაგრამ, საჭიროა უბრალოდ იპოვოთ თავდაცვის საშუალება და ის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

ენერგეტიკული დაცვის საშუალებები

დაცვის ვარიანტების უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე უბრალოებსა და ქმედით საშუალებებს შემოგთავაზებთ. პრინციპი ყველას ერთნაირი აქვს: იმისთვის, რომ კარგი დაცვა დაიყენოთ, აუცილებელია საკუთარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი გამოიყენოთ.

ერთ-ერთი საშუალებაა წარმოსახვითი წრე, რომელსაც თქვენს სხეულს შემოავლებთ. კარგი მაგალითია ყველასთვის ცნობილი “ვიი” სადაც მთავარი გმირი თავს ბოროტი ძალებისგან სწორედ ამ გზით იცავს. საკმარისია სახლიდან გასვლის წინ წარმოსახვითი საზღვრები გაავლოთ და თავი დაირწმუნოთ, რომ ამ წრის შიგნით ცუდი არაფერი მოხდება!

შემდეგი ვარიანტი უფრო განვითარებული წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებს გამოადგებათ. თუ თავი რომელიმე ადამიანის გვერდით არაკომფორტულად იგრძენით ან ისეთ ადგილას ხართ სადაც ადამიანთა დიდი ნაკადი მოგროვდა – თქვენს წინ ცეცხლოვანი კედელი აღმართეთ, რომლის გარღვევას და თქვენამდე მოღწევას ვერავინ შეძლებს. თუმცა აუცილებლად გახსოვდეთ, რომ წარმოსახვითი ცეცხლი თქვენს რეალურ სიმაღლეზე მაღალი არ უნდა იყოს.

ბევრი ადამიანი თავდაცვისთვის, წარმოსახვით სფეროში ექცევა, რომელიც გარკვეული ჩაკრების აქტივაციის შედეგად ჩნდება. ადამიანი ივსება ამ ენერგეტიკული არხების სინათლით და იქმნება სფერო რომელიც თქვენსკენ მომართული ყველანაირი ნეგატივისგან გიცავთ.

ეს დაცვის ძირითადი საშუალებებია. როგორც წესი ადამიანებს რომლებიც სულიერი პრაქტიკებით არიან დაკავებულნი ან პოზიტიური აზროვნება აქვთ – ბიოველი ავტომატურად უძლიერდებათ და ის ამ ადამიანს დამატებითი აქტივაციებს გარეშეც იცავს.

თუ თქვენს ძალებში დარწმუნებული არ ხართ, ყოველთვის შეიძლება ოსტატს მიმართოთ, რომელიც თავდაცვას გასწავლით. ნეგატიური ძალებისგან თავდასაცავად სხვადასხვა სახის თილისმებსაც იყენებენ, თუმცა იმის გასარკვევად თუ როგორი სახის დაცვა გესაჭიროებათ – აჯობებს თქვენს შინაგან ხმას მოუსმინოთ.