Connect with us

საკითხავი

აი, რატომ არ უნდა გამოიყენოთ წყლის პლასტმასის ბოთლი ხელმეორედ, მაშინც კი თუ გარეცხეთ

წლის ნებისმიერ სეზონზე, განსაკუთრებით ზაფხულში წყლის ბოთლის ყოველთვის ხელთ ქონა და ბევრი წყლის დალევა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ორგანიზმის ბუნებრივად გაგრილებას და წყლის ბალანსის შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ. ძალიან ბევრი ადამიანი წყალს ყიდულობს, შემდეგ კი პლასტმასის ბოთლს ხელმეორედ კვლავ წყლის ასავსებად იყენებს. სინამდვილეში ასეთმა ქმედებამ შეიძლება უფრო დიდი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი.

კვლევის თანახმად, პლასტმასის ბოთლზე ბზარები ბაქტერიების და სახიფათო ინფექციების გასამრავლებლად იდეალური ატმოსფეროა. მაგალითად, ნოროვირუსისთვის.

უმეტესობა ჩვენგანი უბრალოდ ბოთლს წყალს ავლებს და მასში ახალ, სუფთა წყალს ასხამს. ფორმის გამო მისი კარგად გამორეცხვა შეუძლებელია. შედეგად, ბაქტერიები მასში მშვიდად გამრავლებას აგრძელებენ.

ახლახანს კანადურ ჟურნალში „საზოგადო ჯანმრთელობა“ კვლევა გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტისთვის წყლის 76 ბოთლი აიღეს, რომელთაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები იყენებდნენ. ბოთლის ნიმუშების 2/3-ში ბაქტერიების რაოდენობა საკვები წყლის ნორმას აჭარბებდა. ეს შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე დიდი ხნით დატოვებულ  ბოთლში ბაქტერიების გავრცელების შედეგი იყოს.

კიდევ ერთ კვლევაში ბოთლის პირის ზედაპირი გამოიკვლიეს, რომელსაც განმეორებით მთელი კვირა იყენებდნენ. ყველა ბოთლზე ბაქტერიების ზრდა დაფიქსირდა.

ასეთი ბოთლიდან დალეული წყლის შედეგი შეიძლება იყოს საკვებით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები. უარეს შემთხვევაში ძლიერ ღებინებას, გულისრევას და დიარეას მიიღებთ.

ბოთლის გარეცხვა დაგეხმარებათ? საპნიანი ხსნარით ბოთლის გარეცხვამ შეიძლება ბაქტერიები მცირე ხნით მოგაშოროთ. თუმცა ბოთლის შიდა ზედაპირის კარგად გარეცხვა საკმაოდ რთულია, ამიტომ მიკრობების ნაწილი მასზე მაინც რჩება და გამრავლებას დაიწყებს. ამასთან ბოთლის ხშირი რეცხვა, განსაკუთრებით ცხელი წყლით გარეცხვა პლასტმასის ზედაპირს აზიანებს.

„ბოთლის გაცხელება პლასტმასში შემავალი მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას სტიმულირებს“ – ირწმუნება სკოტ ბელჩერი, ფარმაკოლოგიის პროფესორი.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ საკვები წყლისთვის განმეორებით მხოლოდ მინის ან ლითონის ჭურჭელი გამოიყენოთ.