Connect with us

თავის მოვლა

წყალი + ხელები – სასწაულმოქმედი პროცედურა თქვენი სახისთვის

ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ წყალი და თქვენი ხელები, ხოლო ეფექტი ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურას არაფრით ჩამოუვარდება.

რაში მდგომარეობს ამ ნიღბის საიდუმლო?

თქვენ უკვე იცით, რომ წყლის გარეშე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და მოვლილი ვერ იქნება.

გსურთ ჩვილივით ნაზი კანი? მაშინ შეუდექით

პირველ რიგში, ორგანიზმი სასარგებლო წყლით შიგნიდან გაამდიდრეთ.

წყალი ყინულის ფორმებში გაყინეთ, რომ მცირე ყინულის კუბები მიიღოთ. ყინულის გარდა ნიღბისთვის თქვენ დაგჭირდებათ 2 ბამბის დისკი, პირსახოცი და სალფეთქი, რომ სახეზე დაიფაროთ, ასევე 10 წუთიანი მოსადუნებელი მუსიკა.

შემდეგ ინსტრუქციას მიყევით:

  1. ყინული მოამზადეთ.
  2. 2 ყინულის კუბი აიღეთ და მცირე თასში გადაიტანეთ. ოდნავ გადნობა აცადეთ.
  3. ყინულის კუბით სახე და კისერი გაიწმინდეთ, სანამ ყინული არ გადნება.
  4. სახე პირსახოცით შეიმშრალეთ.
  5. ბამბის დისკები თასში დარჩენილ წყალში დაასველეთ. წყალი სახეზე, კისერზე და ხელზე წაისვით.
  6. ახლა წყალი თითების ბალიშების ტყაპუნით კანში შეიყვანეთ.
  7. მეორე ბამბის დისკი დაასველეთ და სახე, კისერი და ხელი კარგად დაისველეთ. ასევე ქუთუთოებიც დაასველეთ.
  8. სახეზე ქსოვილის სალფეთქი (სელის, აბრეშეუმის ან უბრალოდ მარლის ქსოვილი) დაიფარეთ.
  9. 5-10 წუთით გაიჩერეთ და სასიამოვნოზე იფიქრეთ. შეგიძლიათ კარგი მუსიკა ჩართოთ.

რას აკეთებს წყლის ნიღაბი სილამაზისთვის?

  • კანის უჯრედებს იდეალური სტრუქტურის ნიმუშს აწვდის. შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი პრიალა გახდა.
  • სახეზე დამცავ ფენას ქმნის და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.
  • სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
  • სახის კონტურს მხარს უჭერს.
  • კანის ზედა ფენას აახლებს – თქვენ მსუბუქ წვას ან სიცივვეს იგრძნობთ.
  • კოლაგენის და ელასტინის წარმოებას აძლიერებს – ამას რამდენიმე დღეში შეამჩნევთ, როცა თქვენი კანი მკვრივი გახდება. ასევე ნაოჭები შემცირდება.

მხოლოდ წყლისა და თქვენი ხელების დახმარებით სახლის პირობებში ეფექტურ კოსმეტიკურ პროცედურას ჩაიტარებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.