ჯანმრთელობა
წონის დაკლება ყოველდღიურად ჩაის მირთმევით. შესაძლებელია თუ არა ეს?
არსებობს ბალახეულის ჩაის არაერთი სახეობა, რომელიც ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში გვიწყობს ხელს. ეს ეფექტი განპირობებული ბალახეულის ჩაის თვისებით, გამოდევნოს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და დაგროვებული საკმაოდ დიდი რაოდენობით ტოქსინები. ჯანსაღი კვებისა და სპორტით დაკავების პარალელურად, დიეტოლოგები საკუთარ პაციენტებს საკმაოდ ხშირად ურჩევენ ყოველდღიურად რამდენიმე ფინჯანი ძალიან სასარგებლო ჩაის მირთმევას.
აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ ფაქტს, რომ ჩაი არა სასწაულმოქმედი საშუალება, არამედ უბრალო დანამატია, რომელიც ჯანსაღ კვებასთან ერთად სტიმულირებს, კიდევ უფრო აჩქარებს ზედმეტი კილოგრამების მოშორების პროცესს. თუ თქვენ ჩვეულ რიტმში განაგრძობთ კვებას და არ იტყვით უარს მავნე ჩვევებზე, წონის დაკლება აუხდენელ ოცნებად დარჩება.
გარდა ცხიმოვანი ფენების წინააღმდეგ ბრძოლისა, ბალახეულის ჩაი დაგეხმარებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობის გამართვაში (მაგ: ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი).
დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რომელი ბალახეულის ჩაია ყველაზე ეფექტური ჭარბი წონის წინაარმდეგ საბრძოლველად და რა გავლენა აქვს მათ ჩვენს ორგანიზმზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
მწვანე ჩაი
პირველი ჩვენს სიაში – უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მწვანე ჩაია. მცენარე მდიდარია კატეჰინებითა და იზოფალოვნებით – ძლიერი ანტიოქსიდანტები.
ეს შენაერთები იცავს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. თუ მწვანე ჩაის რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ სისხლძარღვებისთვის მოქნილობის დაბრუნებას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
- მწვანე ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი სასმელის სახით.
- არსებობს მწვანე ჩაის ფხვნილიც, რომლითაც აზავებენ სხვადასხვა გემრიელ კერძებსა და სალათებს.
- დღესდღეობით აფთიაქებში შესაძლებელია მწვანე ჩაის შეძენა სპეციალური კაფსულების სახით.
თუ არჩევანს არა ცხელ სასმელზე, არამედ კაფსულებზე შეაჩერებთ, მის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა და ინდივიდუალური დოზის დადგენა.
კალიუმისა და მაგნიუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე, მწვანე ჩაი გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან და აჯანსაღებს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
არტიშოკი
მოცემული მცენარე ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმედ სითხეს. შარდმდენი ეფექტით გამორჩეული ეს სასმელი თავიდან გვარიდებს შეშუპებას და წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან.
არტიშოკის ფოთლები შეიცავს:
- მაგნიუმს
- კალციუმს
- რკინას
- კალიუმს
როგორ მოგეხსენებათ, ყველა ეს ელემენტი ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.
არტიშოკის ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ის გვანიჭებს სინაყრის შეგრძნებას და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს მას.
ფუკუსი
ფუკუსი – ზღვის წყალმცენარეები, რომლებიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. კალიუმითა და მაგნიუმით ძალიან მდიდარი ეს პროდუქტი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს.
გარდა ამისა, ფუკუსი მდიდარია ალგინით – ნივთიერება, რომელსაც საკუთარ წონაზე 100-ჯერ მეტი წყლის შთანთქმა შეუძლია. ამ ნივთიერების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული პროდუქტი ძალიან ეფექტურია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად და შეშუპების დასამარცხებლად.
- ის მდიდარია ნახშირწყლებით
- აქვს მსუბუქი მომადუნებელი, საფაღარათო და შარდმდენი ეფექტი
- შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რომელიც სტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას
მოკლედ რომ ვთქვათ, მდიდარი შემადგენლობით გამორჩეული ფუკუსი არაჩვეულებრივი საშუალებაა წონის კლების პროცესის სტიმულირებისთვის.
კაიენის წიწაკა
რეგულარულად კაიენის წიწაკის ნაყენის მიღებით თქვენ შეძლებთ მადის დაქვეითებას. ისევე, როგორც სხვა ბალახეულის ჩაი, ეს საშუალება ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. რეგულარულად კაიენის წიწაკის მიღებით თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას 25%-ით.
საკმარისია მხოლოდ 1 ჩაის კოვზი დაფქული კაიენის წიწაკა დღეში, რომელიც უნდა გაყოთ შუაზე სადილისთვის და ვახშმისთვის, რათა შეძლოთ მეტაბოლიზმის საგრძნობლად დაჩქარება და ცხიმის წვის პროცესის სტიმულირება.
გახსოვდეთ, არ არსებობს პროდუქტი, რომელიც სასწაულმოქმედი ეფექტით გამოირჩევა. მათი დახმარებით სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს დაიცავთ.
ანისის ჩაი
რეგულარულად ანისის ჩაის მირთმევა არაჩვეულებრივია ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად. შარდმდენი ეფექტით გამორჩეული ეს პროდუქტი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვებულ ტოქსინებს და გვიცავს სითხის შეკავებისგან.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა (200-250 მლ) წყალი
- ანისის 2-3 მარცვალი
მომზადება:
მდუღარე წყალში ჩაყარეთ ანისის მარცვლები, კარგად მოურიეთ და მიირთვით ის დღეში 1-ხელ, რათა შეძლოთ მეტაბოლიზმის დაჩქარება, საჭმლის მონელების გაუმჯობესება და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა.
პიტნის ჩაი
ბალახეულის ჩაი პიტნისგან – კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი, რომელიც არაჩვეულებრივად ამცირებს მადას და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში. თუ ყოველდღიურად პიტნის ჩაის მიირთმევთ, შეძლებთ კალორიების წვის პროცესის სტიმულირებას და მადის გაკონტროლებას.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წყალი (200-250 მლ)
- 1 სუფრის კოვზი დაფქული პიტნა (დაახ. 15 გრამი)
მომზადება:
მდუღარე წყალში ჩაყარეთ პიტნის დაფქული ფოთლები და დააყოვნეთ ის რამდენიმე წუთით. მიირთვით ის, როდესაც ოდნავ გაგრილდება.
ზემოთ ჩამოთვლილი სასმელების მსგავსად, პიტნის ჩაი თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სითხის შეკავებას და სტიმულირებს წონის კლების ჯანსაღ პროცესს.
თუ წონის დაკლება გსურთ, ჯანსაღი კვებისა და მცირე ფიზიკური აქტივობების პარალელურად მიირთვით რეგულარულად ეს სასმელები, რათა დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, გაიწმინდოთ ორგანიზმი, გამოდევნოთ ზედმეტი სითხე და მიაღწიოთ სასურველ შედეგს მინიმალურ დროში. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!