Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაფერი ზუსტად 7 წუთში გაივლის! ერთი პოზა მრავალ პრობლემას, მათ შორის წელის კუნთების დაჭიმულობას მოგაშორებთ

ადამიანის ლიმფური სისტემა – ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამ სისტემის ფუნქციონირების დარღვევა დაუყოვნებლივ აისახება ადამიანის გარეგნობასა და შეგრძნებებზე.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევთ შეშუპებას, მვეთრად გამოსახულ ცელულიტსა და კანის პრობლემებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და შეამოწმეთ, რამდენად კარგად მოძრაობს თქვენი ლიმფა.

ლიმფოდრენაჟული მასაჟი

როცა ლიმფა ნორმალურად ცირკულირებას შეწყვეტს ორგანიზმში, მაშინვე ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, უჯრედებში კი ჟანგბადის რაოდენობა არაა სამარისი. ამ დესტრუქციული პროცესების შედეგად, ფუჭდება კანი, ხოლო ორგანიზმში გროვდება ტოქსინები.

ლიმფოდრენაჟული მასაჟი – ესაა უნიკალური ტექნიკა, რომელიც ХХ საუკუნის შუა წლებში გაჩნდა ექიმი პასკალ კოშის დამსახურებით. მან ეს მასაჟი პოსტოპერაციულ პაციენტებში შეშუპების მოსახსნელად შეიმუშავა.

ეს მასაჟი უსაფრთხო და ეფექტური ტექნოლოგიაა, რომელიც ლიმფურ კვანძებსა და მათში ლიმფის ნაკადზე მოქმედებს.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ლიმფოდრენაჟული მასაჟების ყველაზე ეფექტურ მეთოდიკებს, რომლებიც ცელულიტისა და შეშუპებებისგან გიხსნით.

ლიმფოდრენაჟული ტექნიკები

1. ტერფების მასაჟი

ეს მარტივი სავარჯიშოა, რომელიც ლიმფის ცირკულაციას ასტიმულირებს ფეხებსა და ტერფებში. სავარჯიშოს შესასრულებლად დადექით სწორად, ხელები გაასწორეთ ტორსის გასწვრივ, ტერფები ერთმანეთის პარალელურად დადგით. ოდნავ წამოიწიეთ ცერებზე და გადაქანდით ქუსლებზე. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 20-ჯერ, ნელ ტემპში.

2. მასაჟი ლავიწის ქვეშ

დაწექით ზურგზე, მოხარეთ ხელები და შეეხეთ მარცხენა ხელის თითების დაბოლოებებით მარჯვენა ლავიწის ქვემოთ არსებულ ორმოს, მარჯვენათი – მარცხენა ლავიწს. ჩასუნთქვასთან ერთად, წამოწიეთ იდაყვები ისე, რომ თითები ამ ორმოებში თავსდებოდეს. გაიმეორეთ სავარჯიშო ოცჯერ, ორი მისვლით.

3. იაპონური ლიმფოდრენაჟული ტექნიკა

დაწექით ზურგზე, წამოწიეთ ხელები და ფეხები. გააჩერეთ მოდუნებულ, ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში. არხიეთ ხელები და ფეხები 1-3 წუთის განმავლობაში. ორიენტირდით თქვენი შეგრძნებებით და დაისვენეთ, თუ დაღლილობას იგრძნობთ.

4. მასაჟი მზის წნულის ზონისთვის

მოთავსდით თქვენთვის კომფორტულ პოზაში. უმჯობესია ამ ტექნიკის შესრულება ლოტუსის პოზაში ჯდომისას. დაალაგეთ თითები ისე, თითქოს მწიკვი მარილი გიჭირავთ ორივე ხელში. ჩასუნთქვისას ფრთხილად დააჭირეთ თითებით ნეკნებს ზემოთ არსებულ წერტილებს და მოამრგვალეთ ზურგი. ეს უნდა გააკეთოთ ძალიან ფრთხილად – უმცირესი მტკივნეული შეგრძნების გაჩენისთანავე დაისვენეთ. გაიმეორეთ სავარჯიშო ათჯერ.

5. ფეხების მოგრეხა

დაწექით ზურგზე და გაშალეთ ფეხები. ამოსუნთქვისას მიიზიდეთ ფეხები მკერდისკენ, ჩასუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. სასურველია ამ სავარჯიშოს შესრულება ჩქარ ტემპში. გაიმეორეთ 20-ჯერ. ლიმფოდრენაჟული მასაჟის ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევთ, განაახლოთ ლიმფის ცირკულაცია თეძოებისა და ბარძაყების ზონაში.

6. “ბაყაყი”

დაჯექით და შეატყუპეთ ტერფები. ხელები დაიდეთ მუცლებზე და ოდნავ დააჭირეთ მათ სწრაფ ტემპში. დაიცავით საშუალო ამპლიტუდა. გაიმეორეთ 30-ჯერ.

ასევე, არსებობს ლიმფოდრენაჟული მასაჟის ტექნიკა სახისთვისაც, რომელიც დაგეხმარებათ კანის ტონუსის შენარჩუნებაში. ყოველ დილით მსუბუქად დაიზილეთ სახე ცენტრიდან საფეთქლებამდე. დაღლილობის ნიშნები საღამომდე აღარ გამოჩნდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.