Connect with us

ჯანმრთელობა

საუკეთესო სასმელი შემოდგომის სიცივეებში – გაგათბობთ და დაგამშვიდებთ!

კაკაო ნერვებს ნებისმიერ ბალახის ჩაიზე უკეთ ამშვიდებს. მისი დალევის შედეგ ძილი მშვიდი და უშფოთველი იქნება. კაკაო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც აუცილებელია.

ექიმების მტკიცებით, კაკაოს რეგულარული გამოყენება, თავისუფლად ჩაანაცვლებს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს. კაკაოს ნატურალურ ფხვნილს ორგანიზმი 80%-ით ითვისებს. ის თითქმის არ ტვირთავს თირკმელებს. ეს სასმელი ჩვენი ფსიქიური ჯანმრთელობისთისაც სასარგებლოა.

ის შეიცავს ენდორფინის ანალოგს (ბედნიერების ჰორმონს), შესაბამისად აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციას და ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.

რა თქმა უნდა კაკაო ისე არ აფხიზლებს როგორც ყავა, მაგრამ, სამაგიეროდ ის არ იწვევს დამოკიდებულებას. მოდუღებული კაკაო ასტიმულირებს ინტელექტუალურ საქმიანობას, აღვიძებს წარმოსახვის უნარს და აუმჯობესებს მოკლევადიან მეხსიერებას. ქალებს ვურჩევთ დღე კაკაოთი დაიწყონ რათა პრემენსტრუალურმა სინდრომმა არ შეგაწუხოთ. თუ თქვენ ქრონიკული უძილობა გჭირთ აჯობებს ეს სასმელი ღამე არ დალიოთ.

კარგი ამბავი მათთვის ვინც წონის დაკლებას აპირებს: 1 ჭიქა წყლიანი კაკაო სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. არ დაამტოთ მასში შაქარი ან სხვა დამატკბობლები, თუ გინდათ, რომ მან თავისი დადებითი თვისებები შეინარჩუნოს. მისი დანამატების გარეშე მიღება წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან და გამოყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.

კაკაოს რეგულარული მოხმარება ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ხელს უშლის უნაყოფობას. ის აჯანმრთელებს სასუნთქ გზებს, ზრდის არტერიის კედლების ელასტიურობას და ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს. თუმცა კაკაოს რეგულარული მოხმარება არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც, თირკმელების ქრონიკული დაავადებები აწუხებთ ან მაღალი მჟავიანობა აქვს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი ნატურალური კაკაოს ფხვნილი
  • 350 მილიგრამი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება:

შაქარი და კაკაო აურიეთ ჭიქაში. დაასხით მას 50 მილიგრამი წყალი და ურიეთ გალღობამდე. შემდეგ დაუმატეთ ცოტა წყალი და კვლავ კარგად აურიეთ. კაკაო ისეთი სქელი იქნება როგორც კეფირი.

აადუღეთ ჭიქა წყალი და დაუმატეთ მას მიღებული კაკაო. ადუღეთ პატარა ცეცხლზე და ურიეთ რეგულარულად. როცა სასმელი ადუღდება, დატოვეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთით, შემდეგ კი გამორთეთ. მიირთვით ყველთან ან ტკბილ ორცხობილასთან ერთად.

დიდი მოგზაურობების ეპოქაში, მეზღვაურებმა კაკაოს მარცვლები ევროპაში შემოიტანეს. მხოლოდ წარჩინებულ და მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ამ სასმლით ტკბობა. დღეს სამწუხაროდ, ნატურალური კაკაოს ფხვილის პოვნა იოლი არ არის, მაგრამ, მაინც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გირჩევთ კაკაო რაც შეიძლება ხშირად დალიოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement