Connect with us

ჯანმრთელობა

ასკილის მოდუღებისას დაშვებული ვერაგი შეცდომა, რის გამოც ყველა ვიტამინი ნაგავში ხვდება

ასკილის ნახარში ვიტამინების საწყობია, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ავიტამინოზის დროს ენერგიის მომატებაში დაგეხმარებათ. ასკილი C ვიტამინის ძალიან ბევრ რაოდენობას შეიცავს. მასში 10-ჯერ უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე ლიმონში. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სამკურნალო სასმელი სწორად უნდა მოამზადოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოადუღოთ ასკილი ისე, რომ ვიტამინები შეინარჩუნოთ.

როგორ მოვადუღოთ ასკილი ვიტამინების შესანარჩუნებლად

ბევრი ადამიანი ასკილს თერმოსში ადუღებს. დიახ, ეს მოსახერხებელი და მარტივია. ჩვეულებრივ ასე აკეთებენ: ხმელ კენკრას თერმოსში ყრიან, მდუღარე წყალს ასხამენ და მთელი ღამით აჩერებენ. დილით მუქი წითელი ფერის და მომჟავო გემოს ნაყენს იღებენ. შეიძლება თუ არა ამ მეთოდს სარგებლობის კუთხით ოპტიმალური ვუწოდოთ?

საერთოდ არა. საქმე იმაშია, რომ ხანგრძლივი დროით მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას C ვიტამინი იჟანგება. ამრიგად, დილით ასკილის ნაყენში ვიტამინის მხოლოდ 15-20% რჩება. დიახ, გემო გაჯერებულია, მაგრამ სარგებელი ცოტა.

როგორ მოვამზადოთ ასკილის ნახარში

უკეთესი მეთოდი არსებობს: ხმელი ასკილის ნახარში. ესეც მარტივი მოსამზადებელია. მხოლოდ ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ და წყლის ორთქლზე ზუსტად 15-20 წუთით დააყენოთ. ამის შემდეგ ნახარში შეგიძლიათ გადაწუროთ და 3-4 საათის განმავლობაში მიირთვათ. ასე დამუშავებულ ასკილის სასმელში C ვიტამინის 80% შენარჩუნებულია. იმუნიტეტისთვის სარგებელი უფრო შესამჩნევია.

ნახარშის მომზადებამდე ასკილი შეგიძლიათ დააქუცმაცოთ. ამ მიზნით ყავის საფქვავი გამოიყენეთ. თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, სხვა მეთოდი გამოიყენეთ. მაგალითად, ერთი პირსახოცი, რომელიც აღარ გჭირდებათ, აიღეთ. მასში ხმელი ასკილი გაახვიეთ და მექანიკური მეთოდით დააქუცმაცეთ. მთავარია, რომ ნაყოფი მთლიანად ხმელი იყოს.

ასკილის შეძენისას ნაყოფის ფერს ყურადღება მიაქციეთ. თუ ძალიან მუქია, დიდი ალბათობით, ასკილი გამომშრალია. ასეთ პროდუქტს ძალიან მცირე სარგებელი აქვს. კენკრა ღია წითელი ფერის, ოდნავ დანაოჭებული უნდა იყოს. ეს ნაზი შრობის და მასში ბიოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობის არსებობის ნიშანია.

მნიშვნელოვანია: ასკილის სასმელის რეგულარულად მიღებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ერთი შეხედვით, ასეთ უვნებელ ნახარშსაც უკუჩვენებები აქვს. ჯანმრთელობას გისურვებთ!