Connect with us

ჯანმრთელობა

იმუნიტეტის ბუსტერი: სახლში მომზადებული ასკილის 3 ნაყენი

„აგარაკზე ჩემმა მეზობელმა ასკილის უხვი მოსავლით თავი დაიკვეხნა, არც გამკვირვებია. მისი ყვავილების სურნელი ივნისიდან გონებას მაკარგვინებდა. მეზობელს ნაკვეთზე 3 აყვავებული ბუჩქი აქვს. თითოეული მათგანი 5 ლიტრიან ვედრო ნაყოფს იძლევა. წელს ცოტა მეც შემხვდა. ნაყოფი ტყუილად რომ არ დაკარგულიყო, ნაყენის მომზადება გადავწყვიტე. ძალიან სასარგებლო რამაა!“

რა თქმა უნდა, უმი ასკილი ყველაზე სასარგებლოა. მისგან სამკურნალო ნახარშს ამზადებენ. ასეთი სასმელი ნაყენისგან განსხვავებით დიდხანს არ ძლებს. ეს უკანასკნელი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, თან ეფექტური სურდოს საწინააღმდეგო საშუალებაა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ ასკილის ნაყენი 3 მეთოდით სახლის პირობებში.

ასკილის სამკურნალო ნაყენი

ალბათ, ასკილის ნაყენის უმარტივესი რეცეპტი. მოსამზადებლად ხმელი ან ახალი ნაყოფი ბოთლში ჩაყარეთ ისე, რომ 2/3 მოცულობა გაავსოთ. არაყი დაასხით. ჰერმენტულად დახურეთ, 15 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

ნახევარ თვეში ნაყენი გადაწურეთ, სხვა სუფთა ბოთლში გადაასხით. მზის სხივებისგან მოშორებით შეინახეთ. ასეთი ნაყენი სურდოს და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს დალიეთ. 1–2 ჩ/კ საშუალება ცხელ ჩაის თაფლთან ერთად დაუმატეთ. სრულ გამოჯანმრთელებამდე იმკურნალეთ.

საპროფილაქტიკური ნაყენი

ამ ნაყენისთვის 4 ს/კ ხმელი და დაქუცმაცებული ასკილის ნაყენი და 3 ს/კ თაფლი ბოთლში მოათავსეთ. 0,5 ლ არაყი დაასხით. ჰერმენტულად დახურეთ და 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ.

1 ჩ/კ საშუალება დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ, რომ დაავადების შემდეგ ორგანიზმის ძალები სწრაფად აღიდგინოთ. ნაყენი არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ სურდოს დაავადებების პრევენციას ახდენს. კურსი: 2-3 კვირა.

გამაძლიერებელი ასკილის ნაყენი

მინის ბოთლში 2 ს/კ დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი, 1 ს/კ ხმელი მოცხარის ფოთლები (თუ ნაყოფიც გაქვთ, შეგიძლიათ დაუმატოთ), ასევე ჟოლოს და წითელი მოცვის კენკრა დაუმატეთ. 0,5 ლ არაყი დაასხით. ჰერმენტულად დაახურეთ.

ნაყენი დაახლოებით 8 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და 1 ჩ/კ დღეში 3–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. კურსი: 3-4 კვირა. ეს ვიტამინებით მდიდარი და გამაძლიერებელი საშუალება სურდოს პრევენციისთვის შესანიშნავია.

ვისთვის არ შეიძლება ასკილის ნაყენი

ასკილის ნაყენი სამკურნალო, მაგრამ მაინც ალკოჰოლური სასმელია. მისი მიღება ორსულებისა და მეძუძურე ქალებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება. ბავშვებისთვის უკუჩვენებულია. გამოყენების წინ პროდუქტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა გამორიცხეთ.

ექიმები ასკილის ნაყენის მიღებას გულის და თირკმლის უკმარისობის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს არ გირჩევთ. საშუალებაზე უარი თქვით, თუ გასტრიტი ან თრომბოფლებიტი გაწუხებთ. იდეალური ვარიანტი: მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ზამთრისთვის ასკილის ნაყენის მომზადება უკვე მოვასწარი. როგორც კი, ცივი ქარი უბერავს, ავად ვხდები. აი, ბავშვს არომატულ ასკილის ჩაის პროფილაქტიკისთვის ვასმევ. გიყვართ კენკრის სასმელი? რისგან ამზადებთ?