Connect with us

ჯანმრთელობა

როდესაც ხერხემალმა ძალიან შემაწუხა, მხოლოდ ამ კომპლექსმა მიხსნა. არაჩვეულებრივია თავისთვის, კისრისთვის და მხრებისთვის

თქვენთვის ცნობილია კისრის ან წელის არეში აუტანელი და გამაბრუებელი ტკივილები? რა თქმა უნდა! ჩვენ ხომ, ასე თუ ისე, ცხოვრების მჯდომარე წესს ვეწევით, ვმუშაობთ 8 საათს დღეში კომპიუტერთან, სიარულის დროს ვიცქირებით მობილურებში, ისედაც დაღლილ კისერს მისთვის სავსებით არაბუნებრივ მდგომარეობაში ვამყოფებთ/

ამ ფაქტის გახსენებისთანავე ჩნდება კითხვა: “როგორ მოვიქცეთ?” იოგა კისრის, თავისა და მხრებისთვის საუკეთესო დამატებითი საშუალება იქნება ოსტეოქონდროზის თერაპიის დროს. ეს მარტივი, სასიამოვნო და, რაც მთავარია, სასარგებლოა.

წარმოგიდგენთ მარტივ სავარჯიშოებს, რომლებიც გაგათავისუფლებთ აუტანელი ტკივილებისგან. ის, ვინც ერთჯერადად გამოცდის ასეთ ასანებს, აღარასდროს დახარჯავს დროს სხვა სავარჯიშოებზე.

იოგა ზურგისა და ხერხემლისთვის

ეს სავარჯიშოების მარტივი კომპლექსი დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში თავის, მხრებისა და კისრის არეში. ამასთან, სულ 10 წუთს წაგართმევთ.

1. დასაწყისისთვის მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა: მიიღეთ ლოტუსის პოზა ან პატარა სკამზე ჩამოჯექით, თუ ზურგის სწორად დაჭერა არ შეგიძლიათ. ლავიწის ძვლები ზემოთ წამოწიეთ და კისრის გვერდებიც დაჭიმეთ.

2. ნელ-ნელა დაუშვით ნიკაპი მკერდისკენ, ხელის თითები ჩასჭიდეთ და კეფაზე დაილაგეთ. ნელა დაატრიალეთ კისერი იქეთ-აქეთ, თითქოს კისრის მალებს წელავთ. არ დააჭიროთ კისერს ხელებით!

3. ჩამოიღეთ ხელები კეფიდან, დაალაგეთ მუხლებზე და გააგრძელეთ კისრის ტალღოვანი მოძრაობები, ოღონდ ამჯერად ზემოდან ქვემოთ. შესრულებისას ძლიერ არ გადაისროლოთ თავი უკან. ისუნთქეთ მშვიდად და თანაბრად.

4. მიიდეთ ხელის გული შუბლზე, თავით ხელს მიაწექით, კისრით კი ამ მოძრაობას წინააღმდეგობა გაუწიეთ.

5. გაიმეორეთ იგივე გვერდებზეც, ხელის ყურზე მიდებით.

6. მკერდისკენ მიიზიდეთ ნიკაპი, ხერხემლით კი ტალღისებრი მოძრაობები შეასრულეთ წინისაკენ.

7. მარჯვენა ხელით ჩაეჭიდეთ მარცხენა მხარს და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამით. გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

8. ხელის თითები შეკარით და აწიეთ ხელები თავს ზემოთ. მხრები ყურებისკენ მიიწევს, ნიკაპი – მკერდისკენ. მოდუნდით, გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1-2 წუთით, არ დაგავიწყდეთ მხრების გაწელვა ზემოთ.

9. დადექით ტერფებზე, მკერდი მოათავსეთ მუხლებს შორის, ხელები დაიდეთ კეფაზე და მაქსიმალურად მოადუნეთ თავი და კისერი. იგრძენით, როგორ დუნდება და იწელება თქვენი დაღლილი ხერხემალი.

სავარჯიშოების ტექნიკა უფრო თვალსაჩინო რომ იყოს თქვენთვის, იხილეთ ვიდეო.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement