Connect with us

ჯანმრთელობა

როდესაც ორგანიზმი შველას და დახმარებას გვთხოვს, ის 15 სიგნალს გვიგზავნის. აუცილებლად უგდეთ ყური საკუთარ სხეულს

ადამიანის ორგანიზმი გასაოცრად არის მოწყობილი. მასში წარმოუდგენელი რაოდენობის პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს. თუ რომელიმე პროცესის მუშაობა დაირღვა, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ, რომ რაღაც რიგზე არაა. თუმცა, ბევრი ჩვენგანი ამ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევს. სჯობს, პრობლემას დასაწყისშივე მივხედოთ, ვიდრე მოგვიანებით სხვადასხვა გართულებებს ვებრძოლოთ!

1. კანის სიმშრალე. თქვენს ორგანიზმს E ვიტამინი აკლია. მარაგის აღსადგენად რაციონში კაკალი, ცხიმიანი თევზი და მცენარეული ზეთი ჩართეთ.

2. თმის და ფრჩხილების მტვრევა. ეს ნიშნები B ჯგუფის ვიტამინების და კალციუმის დეფიციტზე მიგითითებთ. ამ ელემენტებით მდიდარია გაღვივებული მარცვლები, მთელი მარცვლის ფაფა, მთელი მარცვლის პური.

3. სისხლდენა ღრძილებიდან. ორგანიზმს C ვიტამინი აკლია. მას შეიცავს ხახვი, ნიორი, ხილი და ბოსტნეული. ასევე შეგიძლიათ ვარდის ნაყენი ან ფიჭვის წიწვების ნახარში დალიოთ.

4. ცუდი ძილი და გაღიზიანება. ეს მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტზე მიგითითებთ. ამ მიკროელემენტებს შეიცავს გარგარის ჩირი, ატმის პასტილა, შავქლიავი და ჭარხალი.

5. კრუნჩხვები ღამით. ასევე მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტის მანიშნებელია.

6. ბატის კანი იდაყვებზე. ეს A და C ვიტამინების დეფიციტის აშკარა ნიშანია. ამ ვიტამინებით მდიდარია ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა, პომიდორი, გარგარი და გარგარის ჩირი.

Advertisement

7. მარილიანის ჭამის სურვილი. ორგანიზმში არსებობს ინფექცია ან ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, შარდსასქესო სისტემაში.

8. ტკბილი საკვების მიღების სურვილი. შესაძლოა, ნერვული გადაღლილობა გაქვთ და სასწრაფოდ ენერგიის შევსება, გლუკოზა გჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში სჯობს მიიღოთ თაფლი ან ცხელი შოკოლადი, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებმა არ შეგაწუხოთ.

9. მტკნარი, უმარილო საჭმლის მიღების სურვილი. ეს შეიძლება გასტრიტის ან ღვიძლის პრობლემების მანიშნებელი იყოს. უმარილო საკვები სპაზმების მოხსნასა და კუჭის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

10. საკვები უმარილო გეჩვენებათ. შესაძლოა დეპრესია გაქვთ.

11. მზესუმზირას ან სხვა თესლის კვნეტა გსურს. ორგანიზმს ანტიოქსიდანტები აკლია.

12. გსურთ მჟავე საკვები. ორგანიზმი თავად ითხოვს იმ პროდუქტებს, რომლებიც ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის სტიმულირებისთვის აუცილებელია. რაციონში ლიმონი ან შტოში ჩართეთ.

13. მწარე საჭმლის მიღების სურვილი. თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ. აქ ორგანიზმის მსუბუქი გაწმენდა დაგეხმარებათ.

Advertisement

14. ცხარე საკვების ჭამის სურვილი. ცხარე საკვები საჭმლის მონელებას სტიმულირებს, მაგრამ ის ძალიან გონივრული რაოდენობით უნდა გამოიყენოთ და არა ცარიელ კუჭზე.

15. გული ზღვის პროდუქტებისკენ მიგიწევთ. სავარაუდოდ, ორგანიზმს იოდი აკლია.

აუცილებლად უგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს, ის აუცილებლად გაგაფრთხილებთ, თუ რაღაც რიგზე ვერ არის. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement