ჯანმრთელობა
როგორ მოვამზადოთ კოჭას ჩაი: 3 რეცეპტი
აზიური სამზარეულოს კოჭას გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. ამ ფესვის შესახებ ინფორმაცია უძველეს ჩინურ ეტრატებშიც მოიპოვება. მისი სამკურნალო თვისებები ფართოდ არის ცნობილი თუმცა ამ ფესვით ჩაის სწორად მომზადება ყველამ არ იცის…
კოჭას ყველა სიცივეების დაწყებისთანავე იხსენებს. მისი ჩაის შესანიშნავად ათბობს, ახდენს ორგანიზმის ტონუსში მოყვანას და აუმჯობესებს განწყობას. ის მდიდარია ვიტამინებით, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ კოჭა შეუცვლელი გაციცები მკურნალობის დროს, რით არის კიდევ სასარგებლო კოჭა, როგორ ავარჩიოთ სწორად და მოვამზადოთ მისგან ჩაი, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
როგორ მოვამზადოთ კოჭას ჩაი სახლში
კოჭა ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს, აძლიერებს იმუნიტეტს და სხეულს ენერგიით ამარაგებს. ასევე მისი რეგულარული გამოყენება ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და გახდომას უწყობს ხელს.
თუ მგზავრობისას პრობლემები გექმნებათ და ცუდად ხდებით, აჯობებს რაციონში კოჭა შეიტანოთ, ის კუჭს დააწყანერებს და მოგაცილებთ გულის რევას. ქალბატონებში კოჭა მენსტრუალური ციკლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
როგორ ავარჩიოთ კოჭა
მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას. კოჭა გლუვი და მაგარი უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ბზარები.
კოჭას ჩაის რეცეპტები
ფესვი კანისგან უშუალოდ ჩაის დაყენების წინ გაასუფთავეთ. ღია ჰაერზე რბილობი სწრაფად შრება და სასარგებლო თვისებებს კარგავს. დარჩენილი კოჭა საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში დაახლოებით 2 კვირის ვადით შეინახეთ.
ადამიანების უმეტესობა კოჭას დაყენებისას შეცდომას უშვებს. მისთვის მდუღარე წყლის დასმა არ შეიძლება, ამგვარად მას ვიტამინებს აცლით. საერთო ჯამში გემრიელ წყალს მიიღებთ. კოჭასთვის დადებითი თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად ის წვროლ სახეხზე გახეხეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი ცაი, ტაფლი და ლიმონი. დაასხით ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, თბილად შეახვიეთ და 15 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ მოურიეთ და დატკბით არომატული სასმელით.
კოჭას ჩაი დარიჩინით
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი წყალი
- 0,33 ლიმონი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 15 გრამი კოჭა
- 1 ტოტი პიტნა
- 1,5 ჩაის კოვზი დარიჩინი ან 1 ჩხირი
მომზადების წესი
1. დაჭერით კოჭა თხელ ფენებად, ლიმონი კი მცირე ზომის ნაჭრებად.
2. ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი თბილ წყალში ამოავლეთ და მასში ლიმონი, კოჭა, თაფლი და დარიჩინი მოათავსეთ.
3. ინგრედიენტებს ცხელი, მდუღარე წყალი დაახით. გააჩერეთ 10-15 წუთი.
4. მშუბუქად მოსრისეთ პიტნა და დაუმატეთ მდუღარე წყალი. ჩაი მზად არის!
კოჭას ჩაი პიტნით და ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი კოჭა
- 3-5 ფოთოლი პიტნა ან მელისა
- 200 მილიგრამი წყალი
- ფორთოხალი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გახეხეთ კოჭა, ფორთოხალი კი მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით
2. ჩაის დასაყენებელ ჩაიდანს მდუღარე გამოვლეთ და მასში კოჭა, ფორთოხალი და პიტნა მოათავსეთ
3. დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთით გააჩერეთ
4. დაუმატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით
კოჭას ჩაი ქაცვით
ინგრედიენტები
- 100 გრამი ქაცვი
- 2-3 სანტიმეტრი კოჭას ფესვი
- 500 მილიგრამი წყალი
- 2 ჩაის კოვზი შავი ჩაის
- შაქარი ან თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი
1. მოადუღეთ ჩაი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით
2. დასრისეთ ქაცვი, გახეხეთ კოჭას ფესვი ან ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭერით
3. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და შემდეგ გაწურეთ.
დატკბით სასიამოვნო გემოთი რომელიც ამ ცხელ სასმელებს აქვთ. გახსოვდეთ, კოჭასაც აქვს უარყოფითი თვისებები – თუ კუჭის წყლული, გასტრიტი, ნაღვლის კენჭი ან მაღალი ტემპერატურა გაქვთ – კოჭას მიება თქვენთვის – დაუშვებელია!