Connect with us

ჯანმრთელობა

მოათავსეთ გაყინულ წყალში ხელები 30 წამით და გაიგეთ, როგორ მუშაობს თქვენი გული

გაინტერესებთ, როგორ მუშაობს თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა? დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან მარტივ ტექნიკას, რომელიც უამრავ რამეს მოგითხრობთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

როგორც ყველას მოგეხსენებათ, გული უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც განუწყვეტლივ რეჟიმში მუშაობს. მისი მთავარი ფუნქცია სისხლის გადატუმბვაა. როდესაც ირღვევა გულის მუშაობა, ჩვენს ორგანოებს სისხლი შეფერხებით მიეწოდება, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ. სამწუხაროდ, სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში გული სპეციალურ საგანგაშო სიგნალებს იქამდე არ გვიგზავნის, სანამ ეს პრობლემა მწვავე ფორმებს არ შეიძენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულის ცემის რიტმი თანაბარია და არაფერს უჩივით, რეკომენდებულია პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეგულარულად თავის გამოკვლევა და სხვადასხვა პრობლემების დროული დიგანოსტიკა, რათა მომავალში დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

გულის მუშაობის დარეგულირება

გულთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ერთი მარტივი ტექნიკის დახმარებით, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. საშუალო ზომის ჭურჭელი აავსეთ ცივი წყლით და ჩაამატეთ მასში ყინულები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ წყლის ტემპერატურა. მოათავსეთ გაყინულ წყალში ხელები 30 წამით და დააკვირდით შედეგს: თუ ამ დროში თითები გაფერმკრთალდა ან ღია ლურჯი შეფერილობა მიიღო, ესეიგი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ.

გულის მუშაობა დამოკიდებული არაერთ ფაქტორზე: მემკვიდრეობითობაზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, სამედიცინო პრეპარატების უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე, სტრესზე, დეპრესიაზე და ა.შ.

თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, პირველ რიგში, ზიანდება თითის დაბოლოებების, ცხვირისა და ყურების სისხლძარღვები. რა თქმა უნდა, სისხლის ცუდი მიმოქცევა საგანგაშო არ არის, თუმცა აუცილებელია საჭირო ზომების დროულად მიღება გართულებების თავიდან ასარიდებლად. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სწორი კვება და რეგულარულად საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა. არაჩვეულებრივია ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ცეკვა, იოგა, მასაჟები და ა.შ.

პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს გულის მუშაობას

1. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჩენი გულისთვის ნიორია, რომელიც გვიცავს ათეროსკლეროზის განვითარებისგან, ამცირებს წნევას და გვაშორებს სისხლძარღვებიდან ქოლესტერინის ნადებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის.

2. ცხიმიანი თევზი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. თევზის ქონი, რომლის შეძენას აფთიაქებშიც კი შეძლებთ ამპულების სახით, ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

3. სხვადასხვა ეთერზეთებს არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. თერმოგენული თვისებების ხარჯზე, ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

4. ჯანჯაფილში შემავალი ჯინჯეროლი და ზინგერონი თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და თრომბების ფორმირებას.

5. კაიენის წიწაკა, რომელიც კაპსაიცინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, აძლიერებს ჩვენს არტერიებს.

6. გინგკო ბილობას ექსტრაქტი აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინისთვის და აუმჯობესებს მხესიერებას. ამ პროდუქტის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში.

7. ცხენის წაბლში შემავალი ესცინი აძლიერებს კაპილარების კედლებს და თავიდან გვარიდებს ვარიკოზის განვითარებას.

8. სელის თესლი, რომელიც მდიდარია უჯრედისით, ცხიმოვანი მჟავებითა და ლიგანებით, ეფექტურად ებრძვის ჰიპერტონიას.

გახსოვდეთ, ერთადერთი გზა სერიოზული გართულებებისა და სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად, პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი ზომების მიღებაა. თუ სისხლის ცუდი მიმოქცევა გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement