Connect with us

ჯანმრთელობა

მედიკამენტები, რომლებიც არა კურნავს, არამედ გვკლავს! ამოიღეთ ისინი საოჯახო აფთიაქიდან

ადამიანების უმრავლესობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების დროს თვითმკურნალობას სპეციალური აბების გამოყენებით, ექიმის დანიშნულების გარეშე იწყებს. მართალია, აბის გადაყლაპვა ძალიან მარტივია, თუმცა ჩვენ არასდროს ვუფიქრდებით, თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არსებობს იმ მედიკამენტების საკმაოდ ვრცელი სია, რომლებიც არა გვკურნავს, არამედ გვკლავს. დაუყონებლივ მოაშორეთ ისინი თქვენი საოჯახო აფთიაქიდან.

სახიფათო მედიკამენტები

გასული საუკუნის მეორე ნახევარში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები პირველ ადგილას იყო. მაგ., ანემიით დაავადებულთა რიცხვი ასჯერ გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა არა ინფექციებით, არამედ მედიკამენტებით (მაგალითად, ლეიკოპენია) გამოწვეული დაავადებების რიცხვი. მეცნიერებს ამ საკითხში გასარკვევად დიდი დრო არ დასჭირდათ.

კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს არაერთი ისეთი მედიკამენტი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს პროვოცირებს. ისინი არა უბრალოდ უვარგისი, არამედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რომელი მედიკამენტებია სახიფათო? ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მედიკამენტების სია, რომლებიც სისხლის, ძვლის ტვინის დაზიანებას და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას პროვოცირებს.

1. ანტიბიოტიკები

ამ სიაში მოხვდა ყველა ანტიბიოტიკი, მათ შორის ანტიპროტოზოული საშუალებები, სულფონამიდები და ანტივირუსული მედიკამენტები. ამრიგად, აკრძალულთა სიაში მოხვდა ისეთი წამლები, როგორიცაა: „რეტროვირი“, „ბისეფტოლი“, „სეპტრინი“, „ორიპრიმი“ და ბევრი სხვა მსგავსი მედიკამენტი.

ანტიბიოტიკების მცირე დოზა თითქმის ყველა სასარგებლო ბაქტერიას ანადგურებს. ხშირად, ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად თვეებია საჭირო. მათი დიდი დოზით მიღებას ორგანოებსა და ქსოვილებზე ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს. ზოგიერთი ანტიბიოტიკი შეიძლება დაგროვდეს და ორგანოებს ზიანი მიაყენოს. ყველაზე ხშირად თირკმლები და ღვიძლი ზარალდება.

2. მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ამ სიაშია: „აკრიხინი“, „ქლორიდინი“, „პირიმეტამინი“, „ტინდურინი“ და სხვა.

3. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

აქ შედის ყველასთვის საყვარელი „ანალგინი“ და მისი მსგავსი წამლები, რომლებიც უკვე 30 წელზე მეტია არსებობს. ასევე „ინდომეტაცინი“, „ბუტადიონი“ და „პენიცილამინი“. ამ წამლების რეგულარული მიღება სისხლის დაავადების (აგრანულოციტოზი) განვითარებას ხელს უწყობს.

4. ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ მედიკამენტები

„კორდიმაზოლი“, „კარბიმაზოლი“ და სხვა მსგავსი პრეპარატები ძალიან საზიანოა ჩვენი შინაგანი ორგანოებისთვის.

5. საშუალებები ეპილეფსიის დროს

კერძოდ, „დიფენინი“ ან „ფენიტოინი“. მეცნიერთა აზრით, ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ანემიის განვითარებას და მათ სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია.

6. სიცხის დამწევი საშუალებები

ბოლო 50 წლის განმავლობაში ფარმაცევტების ძალისხმევით სხვადასხვა სახეობის ლეიკოპენია (ლეიკოციტების დეფიციტი) შეიქმნა, რომლებიც თან ნეკროზულ სტენოკარდიას და სხვა დაავადებებს პროვოცირებს. მეცნიერების აზრით, ყველაფერში დამნაშავე სიცხის დამწევი საშუალებებია, რომლებიც მედიცინაში ფართოდ გამოიყენება: ყველა მედიკამენტი, რომლებიც პირაზოლონს („ტრიბუზონი“, „ბუტადიონი“) და სულფონამიდებს („სულფაზინი“) შეიცავს.

გარდა ამისა, ამ პრეპარატების უმრავლესობა თრომბოციპოტენიის განვითარებას ხელს უწყობს. აღმოჩნდა, რომ ანემიის სამკურნალოდ დანიშნული „პირიდოქსნი“ მის განვითარებას ხელს უწყობს, ხოლო სისხლის შედეგების გამომწვევ მედიკამენტს „ტიკლოპიდინს“ სწორედ თრომბოემბოლიის დროს უნიშნავენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფარმაცევტულმა გამოკვლევამ თანამედროვე მედიცინა ჩიხში შეიყვანა. დასავლეთის ქვეყნებში ამ მედიკამენტებს ხანგრძლივი, მძიმე სკანდალების და სასამართლოების ფონზე აქტიურად ებრძვიან. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და მედიკამენტების უმეტესობა უკვე აკრძალულია.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას! თუ სტატიში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება. გისურვებთ ბედნიერებას!

Advertisement