Connect with us

ჯანმრთელობა

ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები: როგორ იცვლება მეტაბოლიზმი ასაკთან ერთად

სტუდენტურ წლებში წონის დასაკლებად მხოლოდ კეფირით განტვირთვის დღის მოწყობა საკმარისი იყო. ახლა ასეთი ხრიკი აღარ მუშაობს. ამაში საკუთარი ნივთიერებათა ცვლაა დამნაშავე, რომელიც ყოველწლიურად ნელდება. თანამედროვე კვლევის შედეგები ძველ დოგმებს თანდათან ანადგურებს. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: ნივთიერებათა ცვლა ნამდვილად ნელდება, მაგრამ არა მაშინ, როცა ყველა ფიქრობს.

მეცნიერების მოულოდნელი დასკვნა დიეტის და ვარჯიშის საერთო წესებში ეჭვის შეტანას გვაიძულებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რას ენდოთ, როცა საქმე ნივთიერებათა ცვლას ეხება, Alltime.ge-ს რედაქცია დაგეხმარებათ.

რა არის ნივთიერებათა ცვლა?

რა არის ნივთიერებათა ცვლა, იგივე მეტაბოლიზმი? პროცესი რომლის დახმარებით ორგანიზმი ენერგიას გამოიმუშავებს და ხარჯავს ყველა სახის სასიცოცხლო პროცესისთვის, დაწყებული ძილით და გონებრივი მუშაობით და დამთავრებული ფიზიკური შრომით. ნივთიერებათა ცვლა საკვებს ენერგიად აქცევს. რაც უფრო სწრაფია მეტაბოლიზმი, მით უფრო მეტ კალორიას ვწვავთ. თუ ნელდება, ზედმეტი კალორიები დიდი ალბათობით იქ დაგროვდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.

მიღებულია, რომ საშუალო ასაკის ადამიანი დაგროვებულ ენერგიას ნაკლები ინტენსივობით ხარჯავს. გამოდის, ნაკლები აქტიურობა კუნთების მასის და კუნთების ძალის დაკარგვას ნიშნავს. ეს იწვევს იმას, რომ ენერგია ორგანიზმში ცხიმოვანი დეპოზიტების სახით გროვდება.

ჟურნალში Science გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მზად არიან დავისთვის: მათ მასშტაბური ექსპერიმენტის ფარგლებში ამის დამტკიცება შეძლეს.

ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის (რამდენიმე დღიდან 95 წლამდე) 6000–ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიზანი ძირითადი მეტაბოლიზმის გამოთვლა იყო – რეაქციები და პროცესები, რომლებიც ორგანიზმის აქტივობისთვის აუცილებელია. კვლევის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა:

  • 1 წლამდე ბავშვის მეტაბოლიზმის მაჩვენებელი ზუსტად 50%–ით მეტია, ვიდრე ზრდასრულის.
  • 20 წლამდე მეტაბოლიზმი ყოველ წელს დაახლოებით 3%–ით ნელდება.
  • 20–დან 60 წლამდე მეტაბოლიზმის სიჩქარე არ იცვლება.
  • 60 წლის შემდეგ მეტაბოლიზმი ნელ–ნელა ნელდება – ყოველ წელს 0,7%–ით.

გასაკვირია, რომ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე ასაკზე დამოკიდებული არაა. სწორედ ამიტომ, სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი გახდომაში დაგეხმარებათ როგორც 20, ასევე 40 და 60 წლის ასაკში.

სხვა მოსაზრება

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, ექსპერიმენტის ავტორების მიერ შესწავლილი კრიტერიუმები სრულ სურათს არ იძლევა. მონაწილეებზე უფრო დიდხანს დაკვირვებას აზრი აქვს, რომ ვნახოთ, მაგალითად, როგორ შეიცვალა ერთი ადამიანის ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტიც, მეცნიერებმა კვლევის მონაწილეთა კვების თავისებურებები არ გაითვალისწინეს, რაც ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე გავლენას მოახდენდა.

სხვა მკვლევარებმა თავიანთი ექსპერიმენტი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარეს. კვლევაში 120 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ ადამიანი ყოველ ოთხ წელში 1,5 კგ–ს იმატებს. ამასთან შემწვარი კერძების ჭარბად მიღება დამატებით 800 გრ–ს იძლევა, ხოლო შაქრის – კიდევ 500 გრ. სპორტით დაკავებული ადამიანები 800 გრ–ით ნაკლებს იმატებდნენ, ხოლო უპირატესად ბოსტნეულით, ხილით და მარცვლეულით კვება წონის მატების პროცესს მეტად ანელებდა.

ამრიგად, მათ, ვინც ვერ იკლებს, ექიმი რაციონსა და ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევას ურჩევს. ფიზიკური აქტივობა არავის გამოურიცხავს. მისი დახმარებით კუნთების მასას გაზრდით და ნივთიერებათა ცვლას ნებისმიერ ასაკში დააჩქარებთ.

მეცნიერების უმეტესობა დღემდე თვლის, რომ სწორი კვება და აქტიური ცხოვრება წესი გასახდომად მთავარი გასაღებია!  სწორედ ამიტომ, სწორად იკვებეთ, დრო სასარგებლოდ გაატარეთ და ჯანმრთელად იყავით!