Connect with us

ჯანმრთელობა

ლევომეკოლი – ძლიერი საშუალება, რომლის შესახებ ექიმები არ გეტყვიან

ლევომეკოლი სახლის აფთიაქში თითქმის ყველას აქვს. ეს გარეგანი გამოყენების საშუალება დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს. ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტის წყალობით კანის ნებისმიერ პრობლემას მარტივად უმკლავდება.

მალამოს შემადგენლობაში ორი აქტიური ნივთიერებაა: ქლორამფენიკოლი (სტაფილოკოკის და ნაწლავური ჩხირის წინააღმდეგ აქტიური ნივთიერება) და მეთილურაცილი (ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს).

დამხმარე ნივთიერებები მთავარი კომპონენტების თანაბარ გადანაწილებას ხელს უწყობენ და სამკურნალო საშუალების ქსოვილებში შეღწევას ამარტივებენ. მისი ფასი დაახლოებით 5 ლარია.

აი, როდის შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო „ლევომეკოლი“:

1. სხვადასხვა სტადიის დამწვრობა

ლევომეკოლი ჭრილობას მკვდარი უჯრედებისგან შესანიშნავად წმენდს. აი, როგორ უნდა დაამუშაოთ ჭრილობის ზედაპირი სწორად:

  • თავიდან დამწვრობა ცივი წყლით დაიბანეთ;
  • მალამო მარლის სტერილურ სალფეთქს წაუსვით;
  • ჭრილობის ზედაპირზე დაიდეთ;
  • სახვევი ყოველდღე გაიკეთეთ;
  • დამწვრობა მალამოთი სრულ შეხორცებამდე დაიმუშავეთ;

მცირე დამწვრობის შემთხვვეაში მკურნალობის კურსი დაახლოებით 5-14 დღეს შეადგენს.

2. კანის ჩირქოვანი ჭრილობა და წყლულები

მალამოთი ნებისმიერი ჭრილობის დამუშავება შეიძლება – მწერების ნაკბენი, ჭრილობა, ნაკაწრი და ა.შ.

თუ ჭრილობა ჩირქოვანი არაა:

  • დაზიანებული სხეულის ნაწილი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით და სამედიცინო სპირტით დაიმუშავეთ;
  • ლევომეკოლი მხოლოდ ჭრილობის ზედაპირზე წაისვით;
  • თუ აუცილებლობა მოითხოვს, დამუშავებულ ზედაპირს მარლის სალფეთქი გადააფარეთ და ბინტით შეახვიეთ;
  • სახვევი დღეში ერთხელ გაიკეთეთ, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება;

თუ ჭრილობა ჩირქოვანია:

  • თავდაპირველად ანტისეპტიკურ საშუალებაში დასველებული ბამბის ტამპონით ჭრილობას ყველაფერი მოაშორეთ, რის მოშორებასაც შეძლებთ;
  • შემდეგ ლევომეკოლი პირდაპირ ჭრილობაზე წაისვით;
  • ზემოდან ასევე მალამოში გაჟღენთილი მარლის სალფეთქი დაიდეთ;
  • თუ ბევრი ჩირქი გამოდის, მალამოს სახვევი დღეში რამდენჯერმე გამოცვალეთ;
  • ჭრილობა ლევომეკოლის მალამოთი სრულ შეხორცებამდე დაიმუშავეთ.

3. ბუასილი

ბუასილის დროს ლევომეკოლის გამოყენება მხოლოდ მისი გამწვავების პერიოდში და მხოლოდ 10 დღით შეიძლება. ანუსზე მალამო ყოველდღე, ძილის წინ უნდა წაისვათ. პროცედურის წინ ანალური ღარი თბილი წყლით კარგად უნდა დაიბანოთ და პირსახოცით შეიმშრალოთ.

მალამო ანთებას აქრობს და პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. გახსოვდეთ: მალამო ანთებით პროცესებს შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ სრული მკურნალობისთვის ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური მედიკამენტები მიიღეთ.

4. ლევომეკოლი ჰაიმორიტის და ყურის დაავადების დროს

თუ ქრონიკული სურდო გაქვთ, დღეში 1-2-ჯერ ცხვირის ნესტოებზე ბამბის ჩხირით ლევომეკოლი წაისვით.

ჰაიმორიტის მკურნალობა გსურთ? მარლა დაახვიეთ, მალამოთი კარგად გაჟღინთეთ და ცხვირის ნესტოებში ჩაიდეთ.

შემდეგ დაწექით, თავი უკან გადასწიეთ და ასეთ მდგომარეობაში 30 წუთით გაჩერდით. პროცედურის შემდეგ ცხვირიდან მარლა გამოიღეთ.

პროცედურა დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ. მკურნალობის კურსი 5-7 დღე. მარლის მილის ჩადებამდე ცხვირი მარილწყალით ან ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარით გამოივლეთ.

ლევომეკოლით გაჟღენთილი მსგავსი მარლის მილი შეგიძლიათ სასმენი აპარატის გარე მხარეზე ძირმაგარის ან ჩირქოვანი ანთების დროს გამოიყენოთ. ყურში შეგიძლიათ მთელი ღამე გაიჩეროთ. მკურნალობის კურსი 5-10 დღე გრძელდება.

4. ლევომეკოლი აკნეს დროს

გამოხმაურებების მიხედვით, ლევომეკოლი აკნეს საწინააღმდეგო ძალიან ეფექტური საშუალებაა. მას ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და ანთებას შესანიშნავად აქრობს.

მალამო წერტილოვნად გამოიყენეთ. კანის დიდ ნაწილზე მალამოს გამოყენებამ შეიძლება ადგილობრივი იმუნიტეტის შემცირება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, მალამო მხოლოდ დროებით მოქმედებს და პრობლემას არ აქრობს.

გარდა ამისა, კანი მალამოს სწრაფად ეჩვევა. სწორედ ამიტომ სხვა საშუალებებთან მონაცვლეობით გამოიყენეთ. აკნეს სამკურნალოდ მაქსიმუმ 10 დღე გამოიყენეთ.

5. ლევომეკოლი ღრძილებისთვის

ლევომეკოლი ღრძილების დასამუშავებლადაც გამოგადგებათ. სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა პარადონტიტია.

გამწვავების დროს ღრძილები ძალიან რბილი და გაფართოებული ხდება. გახსნილ  არხში ბაქტერიები აღწევენ და ანთებას იწვევენ.

ასეთ შემთვევაში ლევომეკოლი ღრძილებზე აპლიკაციის დახმარებით იდება. აი, სწორად როგორ უნდა გააკეთოთ:

  • პირველ რიგში, პირის ღრუ ანთების საწინააღმდეგო სითხით ან სალბის ნაყენით გამოივლეთ;
  • სტერილური ბამბა დაახვიეთ და მალამოში გაჟღინთეთ;
  • დაზიანებულ ნაწილზე წაისვით და რამდენიმე საათით გაიჩერეთ;
  • პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. მკურნალობა მტკივნეული სიმპტომების გაქრობამდე გააგრძელეთ.

გახსოვდეთ: ღრძილების სამკურნალოდ ლევომეკოლი მხოლოდ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. პრობლემის მოსაშორებლად ექიმს მიმართეთ.

ამ სასწაულმოქმედი მალამოს შესახებ გსმენიათ? რა მიზნით იყენებდით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.