Connect with us

ჯანმრთელობა

თუთიის მალამო ნამდვილი მხსნელი. იაფი საშუალება, რომელიც ყოველთვის გვშველის

სააფთიაქო ქსელებში თუთიის მალამოს, ან სალიცილ-თუთიის მალამოს იპოვით. ეს უკანასკნელი გამონაყარს ახმობს და მას პრობლემური კანის დროს ნიშნავენ. თუთიის მალამო ცხიმიანია და ნამდვილად კარგია კანის მშრალი ადგილების, დახეთქილი ტუჩებისა და ხელების დასამუშავებლად.

თუთიის მალამო ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც გამოშრობის, შთანთქმის, შემკვრელი და ანტისეპტიკური ეფექტი აქვს. სახის გაწმენდის შემდეგ, მათ შორის თვითნაკეთი საწმენდით, კანზე აკნეს და სხვა ანთებითი პროცესის დროს თუთიის მალამო წაისვით.

თუთიის მალამო ძალიან კარგი საშუალებაა აკნეს, ფერიმჭამელის, სისხლჩაქცევების, კოღოს ნაკბენის დროს და ა.შ. ნაოჭებსაც კი ასწორებს და კანს არ აშრობს, პირიქით, უფრო მეტად ათეთრებს და არბილებს, მცირე გაღიზიანებას და ანთებას აქრობს. თუთიის მალამო კანს არ აშრობს. აი, თუთიის პასტა კი ნამდვილად აშრობს.

თუ სახეზე აკნე გამოგივიდათ, ღამით თუთიის მალამო წაისვით და დილით მისი კვალიც კი არ დაგხვდებათ. თუთიის მალამო პრობლემური კანისთვის განკუთვნილ ყველა რეკლამირებულ საშუალებაში ტყუილად არ შედის. რეკლამირებული საშუალებები ძვირი ღირს, ხოლო თუთიის მალამო სულ რაღაც თეთრები.

ბიკინის ზონის დეპილაციის შემდეგ გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე საათით თუთიის მალამო წაისვით. ჩვეულებრივ ერთი გამოყენება საკმარისი იქნება, რომ ეს უსიამოვნება მომავალ პროცედურამდე დაივიწყოთ.

პედიკიური გაიკეთეთ და ეფექტის დიდხანს შენარჩუნება გსურთ? უბრალოდ ტერფებსა და ქუსლებზე პერიოდულად თუთიის მალამო წაისვით. მეთოდი გამოცდილია.

თუთიის მალამოს თვალში მოხვედრა არ დაუშვათ. თუთიის მალამოს აღწერა ექიმის გარეშე მკურნალობისთვის არ არის განკუთვნილი.