Connect with us

ჯანმრთელობა

თრომბი: 8 ნიშანი, რომ ის თქვენს სხეულშია

თრომბები, შედედებული სისხლი, ჩვენი ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ნორმალურ პირობებში, თრომბი ჭრილობის ან ნაკაწრების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, გამოჯანმრთელებას აჩქარებს, რომლის შემდეგ უკვალოდ იწოვება. თუ თრომბი ვენის შიგნით წარმოიქმნება, უსიამოვნებას ელოდეთ. თუ ასეთი სქელი სისხლი ადგილს მოწყდება, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო გადაკეტოს და სწრაფი სიკვდილი გამოიწვიოს. ყურადღება ამ ნიშნებს მიაქციეთ, რომლებიც ორგანიზმში თრომბის წარმოქმნაზე გაფრთხილებთ.

ფეხის კრუნჩხვები

ბევრი პაციენტი, რომელთაც ქვედა კიდურებში თრომბი ჰქონდათ, ამბობს, რომ შეტევამდე ფეხის კრუნჩხვებს ხშირად გრძნობდნენ. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ექიმს მიმართეთ – თუ თრომბს ყურადღებას არ მიაქცევთ, შედეგები ნამდვილად სერიოზული იქნება.

კიდურებში ჩხვლეტა

ათასი ნემსის ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში, ნაცნობი სიტუაციაა? თუ ასეთი სიმპტომი ხშირად გაწუხებთ, თუ ჩხვლეტას მხოლოდ ერთ ხელში ან ფეხში გრძნობთ, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. მსგავსი გაშეშება თრომბის ერთ–ერთ კლასიკური სიმპტომია.

კანის სიფერმკრთალე

თრომბი სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ართულებს, შედეგად კანის გარკვეული ნაწილი ფერმკრთალი ხდება. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ერთი ფეხი მეორეზე უფრო ფერმკრთალია, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ – ეს შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს.

კანის ტემპერატურის ცვლილებები

თრომბის განვითარების კიდევ ერთი გავრცელებული ნაადრევი სიმპტომი – კანის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებები. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თრომბის წარმოქმნის ადგილას კანი უფრო ცივი ან უფრო თბილი ხდება. დროა, ექიმს მიმართოთ!

ზურგის ტკივილები

პერიოდულად ზურგის ტკივილისას თრომბის არსებობაზე ეჭვი არ გვეპარება. არადა, თუ თრომბი მენჯის მიდამოში ან მუცლის ერთ–ერთ ვენაში წარმოიქმნება, ის შეიძლება ზურგში ტკივილით გამოვლინდეთ. მსგავსი სიმპტომის შემჩნევისას ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ჭარბი ოფლიანობა

ამ სიმპტომმა უნდა შეგაშფოთოთ, თუ თრომბის სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება. ხშირად ჭარბი ოფლიანობა მიგანიშნებთ, რომ თრომბი გულის ან ფილტვების მიდამოშია წარმოქმნილი – ძალიან სახიფათო სიმპტომი.

ქოშინი

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება ფილტვებში თრომბის განვითარებაზე განიშნებდეთ – ქოშინი. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ მსგავსი ქცევა შენიშნეთ. ეს შეიძლება ნამდვილად სერიოზული იყოს.

როდის უნდა გამოვიძახოთ „სასწრაფო დახმარება“?

თუ თრომბი საერთო სისხლში ხვდება, მან შეიძლება სისხლძარღვები დაბლოკოს, მნიშვნელოვან ორგანოებში (გული, ტვინი ან ფილტვები) სისხლის მიწოდებას ხელი შეუშალოს. მნიშვნელოვანია, სიმპტომები დროულად ამოიცნოთ და დახმარება დაუყონებლივ ითხოვოთ. „სასწრაფო“ გამოიძახეთ, თუ შემდეგი სიმპტომები შენიშნეთ:

  • სუნთქვის გართულება ან გრძნობა, რომ ჟანგბადი არ გყოფნით.
  • ტკივილი მკერდში ან დისკომფორტის გრძნობა, რომელიც ხველის ან ჩასუნთქვის დროს ძლიერდება.
  • ნერწყვი სისხლით ხველის დროს.
  • მეტყველების სირთულე.
  • მხედველობის გაუარესება.
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლა.
Advertisement
ყვავილები18 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები18 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი18 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული