Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმ ბუტრიმოვის მეთოდიკა ხერხემლის კისრის მალებს თავის ადგილზე დააბრუნებს და სისხლის მიმოქცევასაც გააუმჯობესებს

ოფისში მუშაობა, ტელევიზორთან წამოწოლა, მუდმივად ტელეფონით სოციალური ქსელების ჩამოსქროლვა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არასწორი კვება სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია. ყველაზე ხშირად კი ოსტეოქონდროზს, უფრო ზუსტად კი კისრის ოსტეოქონდროზს იწვევს. აქედან მოდის თავბრუსხვევა, გულისრევა, კისრის ტკივილი, რომელთაც ხშირად დაღლილობას აწერენ.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდი ტანვარჯიშით მკურნალობა არის. ის კისრის არეში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და ხერხემლის სწორ მდგომარეობას აღადგენს. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კომპლექსად ექიმი ბუტრიმოვის ვარჯიშები ითვლება, რომლებიც მან 30 წლის განმავლობაში შეიმუშავა. დღეს სწორედ ამ ვარჯიშების შესახებ გიამბობთ.

ტანვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზის დროს

კისრის ოსტეოქონდროზი არის დაავადება, რომელიც მალთა შუა სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების თანდათანობით განადგურებას იწვევს. სიმძიმე კეფაში ან ხელების დაბუჟება ათასობით ადამიანს ყოველდღე აწუხებს, თუმცა ამ ნიშნებს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მაგალითად, სურდოს.

როცა საქმე ძლიერ ტკივილამდე მოდის და თავის მობრუნებაც კი გიჭირთ, მკურნალობის პროცესი რთული, ხანგრძლივი და ძვირი ხდება. აღსანიშნავია, რომ დაავადების პირველი ნიშნები უკვე 25 წლის ასაკში ჩნდება.

კისრის არეში ბევრი სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოება არის განლაგებული. ოსტეოქონდროზის დროს იჭიჭყება ხერხემლის არტერია, რომელიც ნათხემის, მოგრძო ტვინის და ტვინის უკანა ნაწილის კვებას უზრუნველყოფს. შედეგად, ადამიანს მოძრაობის კოორდინაცია ერღვევა, წონასწორობას კარგავს, მხედველობა უქვეითდება, სმენა უარესდება, ზოგჯერ ზეწოლა ინსულტს იწვევს. ასე რომ, როგორც კი კისრის დისკომფორტს იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

ვლადიმერ ბუტრიმოვი ექიმი-რეფლექსოთერაპევტი, ციგუნ-თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და სამკურნალო ტანვარჯიშის ინსტრუქტორია. 30 წელზე მეტი სწავლობდა და კისრის ოსტეოქონდროზის და ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის გასაძლიერებლად ყველაზე ეფექტური მეთოდები და ვარჯიშები შეარჩია. მისი მეთოდი ფართოდ არის გავრცელებული და უკვე არაერთ ადამიანს განკურნებაში დაეხმარა.

ციგუნის ვარჯიში კისრის კუნთებს ავარჯიშებს და კისრის სახსრების განვითარებას ხელს უწყობს. ტანვარჯიში შესასრულებლად საკმაოდ მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვათ. ექიმი ბუტრიმოვი გირჩევთ, ვარჯიშის შესრულების დროს მოდუნდეთ და ყველაფერი ნელა შეასრულოთ.

სწრაფად არ იმოძრაოთ და ვარჯიშიდან ვარჯიშზე სწრაფად არ გადახვიდეთ. ეს არა მხოლოდ ბუტრიმოვის ვარჯიშებს, არამედ ნებისმიერ ვარჯიშს ეხება, რომელიც ხერხემლის სამკურნალოდ არის მიმართული.

ამ ვიდეოში ბუტრიმოვის ტანვარჯიშის ნაწილია ნაჩვენები, რომელიც დღეში 2-ჯერ ან უფრო ხშირად უნდა შეასრულოთ. ვარჯიში შეგიძლიათ სამუშაო ადგილას წახემსების დროს შეასრულოთ. ოღონდ გახსოვდეთ – ვარჯიშები ნელა და ფრთხილად უნდა შეასრულოთ.

დასაქმებული ადამიანების 90%-ს კისრის ოსტეოქონდროზი აწუხებს. სწორედ ამიტომ, თუ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს მისდევთ და კისერი ხშირად დახრილი გაქვთ (კომპიუტერთან მუშაობა, ლექციების დაწერა), აუცილებლად კისრის ტანვარჯიში უნდა შეასრულოთ. თუ კისრის დისკომფორტი ან ტკივილი გაწუხებთ, კონსულტანციისთვის ექიმს აუცილებლად მიმართეთ და ვარჯიშის შესრულების ტექნიკა დააზუსტეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!