Connect with us

საკითხავი

ეს 8 სუნი კოღოებს თქვენს სისხლზე უარის თქმას აიძულებს

ბუნებაში დასვენების ერთ-ერთ ცუდ მხარეს მწერების ნაკბენის საფრთხე წარმოადგენს. ამ მხრივ განსაკუთრებით კოღოები აქტიურობენ.

ყველასთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ერთ თავის მოსაბეზრებელ კოღოს შეუძლია სიმშვიდე დიდი ხნით დაგავიწყოთ. ამ მწერის ნაკბენი მტკივნეულია და ზოგჯერ ალერგიას იწვევს.

გაზაფხულსა და ზაფხულზე შეიარაღებული რომ იყოთ, რამდენიმე რეცეპტის დამახსოვრება სცადეთ, რომლებიც კოღოს ნაკბენს თავიდან აგაცილებთ.

1. ფითილზე დამწვარი 100 გრ ქაფური ან ვალერიანი ბუზებს და კოღოებს ძალიან დიდ შენობაშიც კი მოგაშორებთ.

2. წვრილად დაჭრილი შოთხვი ან ცირცელი კანის შიშველ ნაწილებზე წაისვით.

3. მიხაკის, ბაზილიკის, ანისულის და ევკალიპტის ეთერზეთები:

კანის შიშველ ნაწილზე (5-10 წვეთი 1 ჭიქა წყალში) წაისვით ამ ცეცხლის წყაროზე (ბუხარი, ღუმელი, გახურებული ტაფა) მოათავსეთ. ამ მცენარეების ეთერზეთებით ბამბა დაასველეთ და თაროზე დადეთ.

4. ანწლის ახალი ტოტები ოთახში დადგით, ის კოღოებს ისე მოგაშორებთ თავიდან, როგორც პომიდვრის ფოთლები.

5. თუ ბუნებაში დასვენება გსურთ – ცეცხლში ღვიის ფოთლები ჩაყარეთ.

6. კედრის ზეთის სუნი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებსა და ტარაკნებს მოგაშორებთ.

7. არც ერთი მწერი თქვენს სახეს არ შეეხება, თუ სახეს აბზინდის ფესვების ნაყენით დაიბანთ. ამისთვის ერთ მუჭა ფესვებს 1,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 20-30 წუთით დააყენეთ.

8. თუ ელექტრო ფუმიგატორის სითხე დაგიმთავრდათ, მაღაზიაში მის საყიდლად წასვლა არ იჩქაროთ. ცარიელ ბოთლში ევკალიპტის 100% დაასხით. კოღოებს თქვენი სახლის გზა დაავიწყდებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.