Connect with us

ჯანმრთელობა

გსურთ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა? სვით მეტი ღვინო და მიირთვით მეტი შოკოლადი

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, შავ შოკოლადსა და წითელ ღვინოში არსებული ქიმიური ნაერთები უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.

ექსეტერისა და ბრაიტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც აღმოაჩინეს პასიური, დაბერებადი უჯრედების გაახალგაზრდავების საშუალება. მათ შეძლეს იმის დადგენა, თუ რას შეუძლია მოხუცი უჯრედების რეგენერაცია და მათი მწყობრში მოყვანა.

მკვლევარები იყენებდნენ ნაერთს, ობრატილორის ანალოგს, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს წითელ ღვინოში, წითელ ყურძენში, შავ შოკოლადსა და მოცვში არსებულ სუბსტანციაზე დაფუძნებულ ქიმიურ ნივთიერებას.

ექსეტერის უნივერსიტეტის წინა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ გენთა კლასი, რომელსაც შეხორცების ფაქტორებს უწოდებენ, თანდათან ითიშება დაბერების დროს. თუმცა, ახალი კვლევით აღმოჩნდა, რომ ობრატილორის ანალოგის გამოყენება უჯრედებში რთავს შეხორცების ფაქტორებს.

დაბერებადი უჯრედების მკურნალობიდან რამდენიმე საათში მათ იწყეს დაყოფა და უფრო გრძელი ტელომერები(ქრომოსომების კიდურები, რომლებიც დაბერებასთან ერთად მოკლდება) ჰქონდათ.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული აღმოჩენა ხელს შეუწყობს ისეთი თერაპიის გაჩენას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება სიბერის გადადებაში ყოველგვარი დეგენერაციული პრობლემების გარეშე.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ავადვმყოფობთ სულ უფრო ხშირად, დაბერებასთან ერთად, ისაა, რომ დროთა განმავლობაში ქსოვილები დაბერებულ უჯრედებს აგროვებს, ეს უჯრედები ცოცხალია, თუმცა არ იზრდებიან და არ ფუნქციონირებენ სათანადოდ.

Advertisement

შეხორცების ფაქტორები გარანტიას იძლევა, რომ გენები სათანადოდ იმუშავებს. წამყვანმა პროფესორმა, ლორნა ჰარიესმა ახსნა, რომ კვლევა სწორედ იმის დამამტკიცებელია, თუ როგორ შეუძლია შავ შოკოლადსა და წითელ ღვინოს უჯრედების მკურნალობა, აღდგენა და გაახალგაზრდავება.