Connect with us

ჯანმრთელობა

ახალი ვირუსი უკრაინაში: ექიმების დროულმა ჩაურევლობამ პაციენტი შესაძლოა სიკვდილამდე მიიყვანოს

უკრაინაში ვირუსული პნევმონია მძვინვარებს. ეს დაავადება ადამიანს შიგნიდან “წვავს”. პაციენტი  რამდენიმე დღეში შესაძლოა სიკვდილამდე მიიყვანოს. ის თერნოპოლში დაიწყო სადაც 5 ადამიანი რეანიმაციაშია, ხოლო 3 უკვე გარდაიცვალა.

საავადმყოფოში ვირუსული პნევმონიით დაავადებული 50 ადამიანი წევს. ყველას ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, რაც სიცხით, ხველით და სტაბილური მაღალი ტემპერატურით იწყება.
პაციენტები მკურნალობას სიცხის დამწევებით იწყებენ და ექიმს არ მიმართავენ, 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ ეწყებათ მშრალი ან სისხლიანი ხველა, მაღალი ტემპერატურა და ქოშინი. ეს ამ ვირუსული ინფექციის სიმპტომებია.

ექიმები ამბობენ, რომ ექიმს მაღალი ტემპერატუირის ქონის პირველსაცე დღეს უნდა მიმართოთ. თუ სამ დღეში სიტუაცია არ შეიცვალა – ნიშნავენ რენტგენს.

ვირუსული პნევმონიის სიმპტომები ძალიან გავს გრიპის ვირუსებს, მოიცავს ციებ-ცხელებას, მშრალ ხველას, სურდოს და სისტემურ გამოვლინებებს (მაგალითად, მიალგია, თავის ტკივილი, ქოშინი, ციება). ასევე შეიძლება ორგანიზმის ინტოქსიკაციის სიმპტომებიც ახლდეს – გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ნუ მიმართავთ თვითმკურნალობა, მიმართეთ ექიმს პირველივე სიმპტომების გამოვლინებისას.