Connect with us

საკითხავი

სიცხე: რისი გაკეთება შეიძლება და რა არის კატეგორიულად აკრძალული მაღალი ტემპერატურის დროს

თბილ ამინდში მზის სხივებით დატკბობა ბევრ ადამიანს სიამოვნებს. ისინი სასეირნოდ და სანაპიროზე გადიან. ვიმედოვნებთ, რომ მათ დამწვრობისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალების წასმა არ ავიწყდებათ. ყოველ ზაფხულს, ბევრ ქვეყანაში ჰიპერტრემიის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ზოგიერთი ფატალური შედეგით სრულდება.

რას წარმოადგენს მზის დარტყმა? მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ დიდხანს ყოფნით არის გამოწვეული. მზის დარტყმის მსხვერპლი ხშირად ხდებიან ხანდაზმულები, ბავშვები, სპორტსმენი, რომლებიც ღია ცის ქვეშ ან ჩახუთულ შენობაში ვარჯიშობენ. ცალკეულ შემთხვევაში ადამიანის სხეულის ტემპერატურამ შეიძლება 40 ან უფრო მეტ გრადუსს მიაღწიოს, რაც თავისთავად სიცოცხლისთვის საშიშია. რისკ ფაქტორს მიეკუთვნება ჰაერის მაღალი ტენიანობა,  რიგი მედიკამენტების მიღება და ზოგიერთი სამედიცინო პირობა. ყველაზე სერიოზულ გართულებად სხვადასხვა ორგანოების შეუქცევადი დაზიანება, ასევე სიკვდილი ითვლება.

ასეთი სიტუაცია გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. ამას რამდენიმე სიმპტომი ადასტურებს:

  • სხეულის ძალიან მაღალი ტემპერატურა;
  • თავის ტკივილი;
  • კანის სიწითლე;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გახშირებული სუნთქვა და გულისცემა;
  • ძალიან ჭარბი ოფლდენა ნა მისი არარსებობა;
  • რთულ შემთხვევაში – მეტყველების პრობლემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და უგონოდ ყოფნა.

თუ ეჭვი გეპარებათ რომ ვინმეს ჰიპერტრემია აქვს, მისი დროულად დახმარება სცადეთ:

  • ჩრდილში ან გრილ ადგილას გადაიყვანეთ;
  • ზედმეტი ტანსაცმელი გახადეთ;
  • სხეული გააგრილეთ. მაგალითად, ყინულით სავსე პაკეტი შუბლზე, კისერსა და იღლიების ქვეშ დაადეთ.
  • სუფთა, ცივი წყალი დაალევინეთ (თუ დაზარებული გონებაზე იმყოფება).
  • აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს გამოუძახეთ.

სხეულის გადახურება თავიდან რომ აიცილოთ:

  • ბევრი სუფთა წყალი და თბილი სასმელი დალიეთ (ცხელ სასმელში არ აგერიოთ);
  • მზის აბაზანების ხანგრძლივად მიღებას მოერიდეთ;
  • სწორად იკვებეთ, რაციონი წყლის შემცველი ბოსტნეულით და ხილით გაამდიდრეთ;
  • ამინდის შესაბამისად ჩაიცვით. მსუბუქი ტანსაცმელი ხელებსა და ფეხებს უნდა გიფარავდეთ. ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი პერანგი და შარვალი ჩაიცვით. ასე სიცხისგან თავს უფრო დაიცავთ, ვიდრე მაისურებით და შორტებით.
  • მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ;
  • ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე ატარეთ. ზოგჯერ მცხუნვარე მზისგან ქოლგაც დაგიცავთ;
  • შენობა ხშირად გაანიავეთ და მზის სხივების შემოჭრისგან დაიცავით.

რისი გაკეთება არ ღირს:

  • ყინულიანი წყლის დალევა. სხეულის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ორგანიზმზე დამატებით დატვირთვას იწვევს.
  • წყლის ან სხვა სითხის ერთი მოსმით დალევა. გულის უეცარი გაჩერება თავიდან რომ აიცილოთ, სასმელი ნელ-ნელა, ყლუპებით დალიეთ.
  • ძლიერი ჩაის ან ყავის, ასევე ალკოჰოლის დალევა. ისინი გულსა და სისხლძარღვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ.
  • ბევრის ჭამა და შიმშილი. ორივე უკიდურესობა სხეულის სითბოს ცვლაზე გავლენას ახდენს.
  • ცხიმიანი საკვების ჭამა.
  • ჭარბი ფიზიკური აქტივობა.
  • აუზზე, მდინარეზე, ზღვაზე ან ნებისმიერი მსგავს ადგილას იშვიათად წასვლა – ეს სისხლძარღვების სპაზმს გამოიწვევს.
  • მზის პიკური აქტივობის დროს რუჯის მიღება.
  • ცივი კონდიციონერის და ვენტილიატორის ბოროტად გამოყენება.
  • ოფლდენასთან ჭარბად ბრძოლა. ეს სასიამოვნო მოვლენა არაა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად ბუნებრივ მეთოდს წარმოადგენს.
  • ბევრი კოსმეტიკის ტარება.
  • ნერვიულობა. ეს გული რიტმის დარღვევას იწვევს.

სხეულის გადახურებისა და მზის დარტყმისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ამ მარტივი წესების დაცვაა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ჰიპერტრემია გაქვთ, ყველა უსიამოვნო შედეგის თავიდან ასაცილებლად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.