ჯანმრთელობა
ვიტამინები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
მხედველობის გაუარესება ყოველთვის გარდაუვალი პროცესის შედეგი არაა.
ხშირად ჩვენ თავად ვართ დამნაშავე, რომ ცუდად ვხედავთ. მხედველობაზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი.
რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაშიც, ვიტამინების მიღებით მხედველობის აღდგენის და გაუმჯობესების შანსი არსებობს. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რომელი ვიტამინების ჯგუფი მოქმედებს მხედველობის რეცეპტორებზე და საერთოდ მხედველობაზე.
რომელი ვიტამინები აუმჯობესებენ მხედველობას
ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის ვიტამინების კომპლექსის მიღების წინ, ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.
თვალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინად A ჯგუფი ითვლება. მისი დეფიციტი ფერების აღქმის და სიბნელეში ადაპტაციის უნარს აუარესებს. მას შეიცავს:
- ძროხის ღვიძლი
- ქათმის კვერცხი
- ასკილის ნაყოფი
- გოგრის რბილობი
ამ ჯგუფის ვიტამინების ნორმალური დონის შესანარჩუნებლად, დღეში 200 გრ სტაფილოს მიღება საკმარისი იქნება.
E ჯგუფის ვიტამინი დაბერების პროცესს აფერხებს. მისი პოვნა შეძლებთ:
- ბროკოლში
- ნუშის მარცვლებში
- სალათის ფურცლებში
- მწვანე ბარდაში
ყოველდღე E ვიტამინის შემცველი 100 გრ პროდუქტის მიღება საკმარისია.
C ვიტამინი სისხლძარღვებსა და კაპილარებს კურნავს, რაც აძლიერებს მათ, მხედველობას რთული დაავადებისგან, მათ შორის გლაუკომისა და კატარაქტისგან იცავს. ამ ვიტამინს საჭირო დოზით შეიცავს:
- ასკილის ფოთლები და ნაყოფი
- ლიმონის ქერქი
- ციტრუსი
- ცირცელის ნაყოფი
- ტკბილი წიწაკა
- ვაშლი
- პომიდორი
- კომბოსტო
B1 ჯგუფის ვიტამინი მკაფიო მხედველობასა და გლაუკომის ფორმირებაზე გავლენას ახდენს. მისი დეფიციტის დროს ამ უსიამოვნო დაავადების გაჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთ ელემენტს შეიცავს:
- მარცვლეული: წიწიბურა და შვრია
- კაკალი
- ღორის ხორცი
B2 ჯგუფის ვიტამინი თვალის დაღლილობას ამცირებს, მზის სხივებისგან იცავს, სიბნელეში ადაპტაციის დონეს ზრდის. მათ იპოვით ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა:
- ხმელი ყველი
- ზღვის თევზი
- პურის ნაწარმი
- მარცვლეული (ნატურალური, ჯერ კიდევ დაუმუშავებელი)
ვიტამინების ისეთი ჯგუფი, როგორიცაა B6. B9 და B12 მთელ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და მხედველობის რეცეპტორებზე გავლენას ახდენს. სწორედ ამ ვიტამინებზეა დამოკიდებული გამოსახულების მკაფიოდ ასახვა და მხედველობითი ნერვების მიერ ინფორმაციის გადამუშავება. ამ ვიტამინების საჭირო რაოდენობას შეიცავს:
- თევზი
- კომბოსტო
- კარტოფილი
- რძის პროდუქტები
- სატაცური
- ისპანახი
- ვაშლი
- ძროხის ხორცი
- კვერცხი
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.