Connect with us

ვიდეო

C ვიტამინი – ტოტებიდან და ბაღიდან: რომელი პროდუქტები ლიდერობენ მისი შემცველობით

იცით თუ არა, ბაღში რა საგანძურს ზრდით? გემრიელი, ლამაზი, სასარგებლო და რაც მთავარია „თქვენი“ ხილი, ბოსტნეული და კენკრა! ისინი ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით სავსეა. ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ვიტამინია ასკორბინის მჟავა, რომელსაც თითქმის ყველა პროდუქტი შეიცავს. მას მჟავე დრაჟის და აბის სახით იცნობენ, მაგრამ ჯადოსნურ ვიტამინს სრულად არა მჟავე ბოსტნეული, ხილი და მწვანილი შეიცავს. რისთვის არის საჭირო?

ყველასთვის ცნობილია, რომ C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. გამოდის, ეს ვიტამინი ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს და ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს. გარდა ამისა, ტოქსინები გამოაქვს, ნაღვლმდენ პროცესს აუმჯობესებს, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების შიდა სეკრეციულ ფუნქციებს აღადგენს. ბოლო მონაცემებით, მას ანტისიმსივნური თვისებებიც გააჩნია, ალკოჰოლით და ნარკოტიკით ინტოქსიკაციას ამცირებს და დაბერების პროცესს აფერხებს.

C ვიტამინის აღმოჩენის დამსახურება, რის გამოც 1937 წელს ნობელის პრემია გაიცა, უნგრელ სენტ-დერდის ეკუთვნის. ერთხელ მეცნიერმა გაჭრილი ვაშლი შემთხვევით გარეთ დატოვა და როცა ცოტა ხანში ხელში აიღო, შეამჩნია, რომ ხილმა მუქი შეფერილობა მიიღო. სენტ-დერდმა შეფერილობის მიზეზებზე ფიქრი დაიწყო: რატომ გამუქდა ვაშლის რბილობი ჰაერთან ზემოქმედების შედეგად? ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქ ჟანგბადის მოცილების ქიმიური პროცესი ხდება. ვაშლში ამას ასკორბინის მჟავა იწვევს, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სუფთა C ვიტამინს წარმოადგენს.

სხვათა შორის, ასკორბინის მჟავის წარმოსადგენად 1932 წელს სენტ-დერდი წითელ წიწაკას იყენებდა, რომელიც ვიტამინის მატარებელი აღმოჩნდა.

თქვენ აგარაკზე წითელი წიწაკა გაქვთ? ეს C ვიტამინის შემცველობით ერთ-ერთი ლიდერია და ლიმონს არაფრით ჩამოუვარდება. ლიდერთა სიაშია ბროკოლი, ფორთოხალი, მოცხარი, ოხრახუში და ასკილი!

C ვიტამინის ისტორია, რომელმაც სახელი მხოლოდ 1920 წელს მიიღო (ამ დროს ინგლისელმა ბიოქიმიკოსმა ჯეკ სესილ დრამონდმა ვიტამინების დანომვრა გადაწყვიტა) საკმაოდ ადრე დაიწყო და დაკავშირებული იყო საშინელ დაავადებასთან ცინგასთან, რომელიც მეზღვაურებს ემართებოდათ. ძლიერი და მამაცი მეზღვაურები მის წინაშე უძლურები იყვნენ, მას ხშირად სასიკვდილო შედეგი ჰქონდა. დაავადება ვლინდებოდა ზოგადი სისუსტით, ღრძილების სისხლდენით, რასაც კბილების ცვენა ახლდა, გამონაყარით და კანზე სისხლჩაქცევებით.

მკურნალობის მეთოდი მაინც იპოვეს. მეზღვაურებმა ინდოელების მაგალითს მიბაძეს და ფიჭვის წიწვების წყლიანი ექსტრაქტის დალევა დაიწყეს. ეს საშუალება კი C ვიტამინის წყაროა.

მე-18 საუკუნეში ბრიტანელმა ქირურგმა ფლოტა ჯ. ლინდმა აღმოაჩინა, რომ მეზღვაურების დაავადების განკურნება რაციონში ახალი ხილის და ბოსტნეულის დამატებით შეიძლება. საქმე განსაკუთრებით ლიმონს და ლაიმს ეხებოდა. ის ირწმუნებოდა, რომ არსებობს გარკვეული ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ცინგის დაავადებისგან იცავს.

დღეს ამ გასაოცარი ვიტამინის შესახებ თითქმის ყველამ იცის. დადგენილია, რომ ის თერმული დამუშავებით, ჰაერის და სინათლის ზემოქმედებით ადვილად იშლება. გასუფთავებული პროდუქტები სუფთა ჰაერზე დიდხანს არ დატოვოთ, მოსახარშად მდუღარე წყალს გასუფთავებისთანავე უნდა დაუმატოთ. იგივე გაყინულ პროდუქტებსაც ეხებათ.

პარადოქსული აღმოჩენაც არსებობს. კარტოფილში შემავალი C ვიტამინი ხარშვის დროს არ იშლება, სამაგიეროდ სარდაფში შენახვის დროს სრულად ორთქლდება. ლიმონის წვენში შემავალი C ვიტამინი ჰაერთან შეხებისთანავე ნადგურდება.

ამ ვიდეოში ნახავთ, თუ რომელი პროდუქტები ლიდერობენ C ვიტამინის შემცველობით!

Advertisement
საკითხავი14 hours ago

სხვადასხვა მამები ტყუპ ბავშვებს? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია

ჯანმრთელობა14 hours ago

ახდენს თუ არა სისხლის ჯგუფი გავლენას დაავადებების განვითარებაზე?

ჯანმრთელობა2 days ago

სიჩქარის საიდუმლო: როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა წონაში დასაკლებად

ჯანმრთელობა2 days ago

სიმპტომები ენის შეფერილობის მიხედვით

ჯანმრთელობა2 days ago

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

ჯანმრთელობა2 days ago

10 უმნიშვნელოვანესი ვიტამინი ორგანიზმისთვის

სახლი და დიზაინი2 days ago

ინსტრუქცია, როგორ დავიცვათ ნიჟარის ჩასარეცხი საჭმლის ნარჩენებისგან

ყვავილები3 days ago

მარწყვის მოსავალი ფანჯრის რაფაზე 60 დღეში. გამოცდილი მებაღეების რჩევები

თავის მოვლა3 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა3 days ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა5 days ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები3 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები4 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი3 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ყვავილები4 weeks ago

როგორ გავზარდოთ კიტრის ნერგები

ჯანმრთელობა4 days ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა3 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

ყვავილები4 weeks ago

10 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

თავის მოვლა3 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ტრენდული