Connect with us

ჯანმრთელობა

წელი იმდენად მტკიოდა, მოძრაობაც კი შეზღუდული მქონდა. მარტივმა ვარჯიშებმა ცხოვრების ხალისი დამიბრუნა

როცა წელის ტკივილს ვგრძნობთ, პირველ რიგში, აუცილებელია სხეულის გაწელვა. ამასთან, ეს სწორად და ეფექტურად უნდა გააკეთოთ! გაწელვა გიმსუბუქებთ და გაშორებთ ტკივილს. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი მოძრაობების შესრულება, რათა გართულებები აიცილოთ თავიდან.

დღეს ჩვენ გთავაზობთ 7 სავარჯიშოს, რომელთა შესრულებაც სულ 7 წუთს წაგართმევთ, შედეგად კი ხერხემლის არეში ტკივილსა და დისკომფორტს მოიშორებთ.

1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუცლები და დადეთ ტერფები იატაკზე. ერთ-ერთი ფეხი წამოწიეთ და ხელებით მოეხვიეთ მას. გაჩერდით ასე ნახევარი წუთით, შემდეგ გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე, 5-5-ჯერ ორივე მხარეს. შეასრულეთ სავარჯიშო ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე.

2. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მარცხენა მუხლი, დაუშვით ნელა მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელით ეცადეთ, მუხლი მაქსიმალურად ახლოს მიიტანოთ იატაკთან.

მარცხენა ხელი და მხარი იატაკს არ უნდა მოაცილოთ. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 30 წამით, მოდუნდით და გაიმეორეთ მეორე მხარეს, სულ 2-3-ჯერ ორივე ფეხზე.

3. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები, წამოწიეთ ერთი მუხლი და მიიზიდეთ მკერდისკენ, მაქსიმალურად ახლოს. გაჩერდით საბოლოო წერტილში 30 წამით, გაიმეორეთ მეორე ფეხზე, სულ 5-5-ჯერ ორივე მხარეს.

4. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში. წამოწიეთ ერთი ფეხი და მისი ტერფი მეორე ფეხის მუხლზე გადადეთ. ჩაეჭიდეთ ამ ფეხის კოჭს ხელით და წამოწიეთ ნელა, მკერდთან მაქსიმალურად ახლოს. გაჩერდით საბოლოო მდგომარეობაში 30 წამით. გაიმეორეთ მოძრაობა მეორე ფეხზე, სულ 3-3-ჯერ.

5. მოათავსეთ ხელები ერთ მუხლზე, მეორე კი გაწელეთ უკან. გაასწორეთ ზურგი და გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 30 წამით. შემდეგ გაიმეორეთ მოძრაობა მეორე ფეხზეც. სავარჯიშო ბარძაყებსა და ფეხებს გაწელავს.

6. დაწექით გვერდზე, ჩაეჭიდეთ ზემოთ მოქცეული ფეხის კოჭს და გაწელეთ უკან. წელეთ ფეხი 30 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.

7. იპოვეთ თქვენი საყრდენი თქვენი წელის სიმაღლეზე. შემდეგ დაიხარეთ მისკენ, დაეყრდენით და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. შემდეგ შეისვენეთ რამდენიმე წამით და გაიმეორეთ. ეს მთელ ხერხემალს გაწელავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარჯიშოები ძალიან მარტივი ჩანს, ფრთხილად იყავით და შეასრულეთ ისინი ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, ეცადეთ კარგად გაწელოთ კუნთები.