Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ რძე! სარდინი, ტოფუ და კიდევ 4 პროდუქტი კალციუმის მაღალი შემცველობით

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელიც კვების პროდუქტებიდან შეგიძლიათ მიიღოთ კალციუმის საკმარისი რაოდენობა.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კალციუმი ადამიანის ორგანიზმში მეტნაკლებად გავრცელებული მინერალია. კალციუმის რეკომენდებული დოზა: დღეში 1000 მგ ზრდასრულებისთვის. ორგანიზმში კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებში ინახება. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი გირჩევთ, რომ კალციუმის საკმარისი რაოდენობა კვების პროდუქტებიდან მიიღოთ, თუ ეს საკმარისი არაა, შეგიძლიათ საკვებ დანამატებზე გადახვიდეთ. რძის პროდუქტები კალციუმის ყველაზე აშკარა წყაროა, თუმცა აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომელთა დახმარებით ამ ნივთიერების დღიურ დოზას მიიღებთ.

იოგურტი

უბრალო უცხიმო იოგურტი კალციუმის მთავარი წყაროა. 240 გრ იოგურტი 452 მგ კალციუმს და 127 კალორიას შეიცავს. ხილის იოგურტი 345 მგ კალციუმს და 232 კალორიას შეიცავს. იოგურტი შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტების მოსამზადებლად, სალათების საკაზმად და მწვადების მარინადისთვის.

ყველი

50 გრ ყველი რომანო 452 მგ კალციუმს და 165 კალორიას შეიცავს. სხვა პოპულარული ყველი:

  • შვეიცარული ყველი (336 მგ კალციუმი)
  • ნაწილობრივ უცხიმო რიკოტა (335 მგ ნახევარჭიქაზე)
  • პასტერიზებული მდნარი ამერიკული ყველი (323 მგ კალციუმი)
  • პროვოლონი (321 მგ კალციუმი)
  • ნაწილობრივ უცხიმო მოცარელა (311 მგ კალციუმი)
  • ჩედერი (307 მგ კალციუმი)

სოიოს რძე

სოიოს რძე კალციუმით გაჟერებულია. 1 ჭიქა 368 მგ კალციუმს შეიცავს. სმუზის, მუსლის ან ხლოპიას მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მშობლებმა, რომლებიც შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ასევე მათ, ვინც ესტროგენის მიღებით დაინტერესებულნი არიან, უნდა იცოდნენ, რომ სოიო მცენარეულ ესტროგენს შეიცავს.

სარდინი

სარდინი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს. გარდა ამისა, 100 გრ თევზი 325 მგ კალციუმს შეიცავს. სარდინი შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ კარტოფილთან ერთად ან სალათი მოამზადოთ.

ტოფუ

ნახევარი ჭიქა მყარი ტოფუ 253 მგ კალციუმს და მხოლოდ 88 კალორიას შეიცავს. მყარი ტოფუ შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, გარნირს, ხორცის და თევზის კერძებს, წვნიანს, პასტას. ასევე შეგიძლიათ ფრიტიურში შეწვათ.

ორაგული

100 გრ ღურკანა 181 მგ კალციუმს შეიცავს. გარემოს დაცვის ფონდის ზღვის პროდუქტების შერჩევის დეპარტამენტის თანახმად, ველური ალასკური ორაგული ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო სახეობად ითვლება, რომელიც დამაბინძურებლებს არ შეიცავს და ეკოლოგიურად რაციონალურად იჭერენ.

თქვენ ყურადღებას აქცევთ კვების რაციონში კალციუმის რაოდენობას?