Connect with us

ჯანმრთელობა

ლევომეკოლი ძლიერი სამკურნალო საშუალებაა, მაგრამ აფთიაქში ამის შესახებ არ გეტყვიან

ლევომეკოლს თითქმის ყველა ოჯახის აფთიაქში იპოვით. ეს გარეგანი საშუალება პოპულარულობით სარგებლობს. თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტის წყალობით ნებისმიერ კანის დაავადებას ადვილად უმკლავდება.

მალამოს შემადგენლობაში მხოლოდ ორი აქტიური ნივთიერებაა: ქლორამფენიკოლი (სტაფილოკოკის და ნაწლავური ჩხირების წინააღმდეგ ეფექტურია) და მეთილურაცილი (ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს).

დამხმარე ნივთიერებები აქტიური ინგრედიენტების თანაბრად გადანაწილებას ხელს უწყობს და სამკურნალო საშუალების ქსოვილებში შეღწევას ამარტივებს. ფასი დაახლოებით 5-7 ლარია.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ლევომეკოლის მალამო.

1. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა

ლევომეკოლი დამწვრობის ჭრილობას მკვდარი ქსოვილებისგან კარგად წმენდს. ჭრილობის სწორად დასამუშავებლად:

  • პირველ რიგში, ჭრილობა ცივი წყლით დაიბანეთ;
  • მალამო სტერილურ მარლის სალფეთქს წაუსვით;
  • ჭრილობაზე დაიფინეთ;
  • ყოველდღე სახვევი შეიცვალეთ;
  • დამწვრობა მალამოთი სრულ განკურნებამდე დაიმუშავეთ.

ჩვეულებრივ, მცირე საყოფაცხოვრებო დამწვრობის დროს მკურნალობის კურსი 5-14 დღეა.

2. ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები კანზე

ლევომეკოლით ნებისმიერი ჭრილობის დამუშავება შეგიძლიათ, მაგალითად, მწერების ნაკბენი, ჭრილობა, ნაკაწრი, გახეხილი კანი და ა.შ.

თუ ჭრილობა დაჩირქებული არაა:

  • დაზიანებული ადგილი 3%–იანი წყალბადის ზეჟანგით და სამედიცინო სპირტით დაიმუშავეთ;
  • ლევომეკოლი უშუალოდ ჭრილობაზე დაიდეთ;
  • აუცილებლობის შემთხვევაში მარლის სალფეთქი დაიფინეთ და ბინტით შეიხვიეთ;
  • დღეში ერთხელ სახვევი შეიცვალეთ, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ შეხორცდება;

თუ ჭრილობა დაჩირქებულია:

  • მოაშორეთ ყველაფერი, რაც ჭრილობას შორდება. ანტისეპტიკში დასველებული ბამბის დისკები გამოიყენეთ;
  • შემდეგ მალამო პირდაპირ ჭრილობაზე წაისვით;
  • ზემოდან მარლის სალფეთქი დაიფინეთ და ბინტით შეიხვიეთ;
  • თუ ბევრი ჩირქი გამოდის, სახვევი დღეში რამდენჯერმე გამოცვალეთ;
  • ჭრილობა ჩირქის სრულად გამოღებამდე მალამოთი დაამუშავეთ.

3. ბუასილი

ბუასილის დროს მალამოს გამოყენება გამწვავების პერიოდში და 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. ანუსზე მალამო ყოველდღე, ძილის წინ წაისვით. პროცედურის წინ ანალური ხვრელი თბილი წყლით დაიბანეთ და პირსახოცით გაიმშრალეთ.

მალამო ანთებას აქრობს და პათოგენებს კლავს. გახსოვდეთ: მალამო ანთებით პროცესებს შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ სრული განკურნებისთვის ექიმის მიერ გამოწერილი სპეციალური პრეპარატები უნდა მიიღოთ,.

4. ჰაიმორიტი და ყურის დაავადებები

თუ ქრონიკული სურდო გაწუხებთ, დღეში 1–2–ჯერ ცხვირის ნესტოებზე მალამო ბამბის ჩხირით წაისვით.

ჰაიმორიტის განკურნება გსურთ? მარლათი ტურუნდა დაახვიეთ, მალამოთი გაჟღინთეთ და ცხვირის ნესტოებში ჩაიდეთ. შემდეგ დაწექით, თავი უკან გადაწიეთ და ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი გაჩერდით. პროცედურის შემდეგ ცხვირიდან გამოიღეთ. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსი – 5-7 დღე. ტურუნდას ჩადებამდე ცხვირი მარილიანი წყლით ან უბრალო ფიზიოლოგიური ხსნარით გამოირეცხეთ.

ლევომეკოლით გაჟღენთილი ტურუნდა შეგიძლიათ გარე სასმენი მილის ძირმაგარას ან ჩირქოვანი ანთების დროს გამოიყენოთ. ყურში შეგიძლიათ მთელი ღამე გაიჩეროთ. მკურნალობის კურსი 5-10 დღე.

5. აკნე

შეფასებების მიხედვით, ლევომეკოლი ძალიან ეფექტური საშუალებაა აკნეს საწინააღმდეგოდ. მას ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და ანთებას შესანიშნავად აქრობს.

მალამო წერტილოვნად გამოიყენეთ. კანის დიდ ნაწილზე მალამოს გამოყენებამ შეიძლება ადგილობრივი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, მალამოს მხოლოდ დროებითი მოქმედება აქვს, პრობლემას ვერ კურნავს.

გარდა ამისა, კანი ლევომეკოლს ძალიან სწრაფად ეჩვევა. სხვა საშუალებებთან მონაცვლეობით გამოიყენეთ. მალამოს გამოყენების მაქსიმალური პერიოდი აკნეს სამკურნალოდ – მაქსიმუმ 10 დღე.

6. ღრძილების ანთება

ლევომეკოლი ღრძილების სამკურნალოდ შესაფერისია. პაროდონტოზი სტომატოლოგიაში ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური დაავადებაა. გამწვავების დროს ღრძილები ძალიან ნაზი და ფხვიერი ხდება. გახსნილ პაროდონტულ ჯიბეებში ბაქტერიები ხვდება, რომლებიც ანთებას იწვევენ.

ამ შემთხვევაში ლევომეკოლი ღრძილებზე აპლიკაციის სახით უნდა წაისვათ.

  • თავდაპირველად, პირის ღრუში ანთების საწინააღმდეგო სითხე ან სალბის ნახარში გამოივლეთ;
  • სტერილური ბამბა დაახვიეთ და მალამოთი გაჟღინთეთ;
  • პირის ღრუში გაწითლებულ ადგილებზე დაიდეთ, რამდენიმე საათით გაიჩერეთ;
  • პროცედურა დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ. მკურნალობა მტკივნეული სიმპტომების გაქრობამდე გააგრძელეთ.

გახსოვდეთ:  ლევომეკოლი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. პრობლემის სამკურნალოდ ექიმს მიმართეთ.