Connect with us

ყვავილები

მიკრომწვანილის გაზრდა მიწის და სპეციალური ყუთების გარეშე: მოსავალი სქელია, როგორც ჯაგრისი

გაღვივებული მარცვლების სარგებლის შესახებ ყურმოკვრით არ ვიცი. საგაზაფხულო პერიოდში ავიტამინოზის დროს სწორედ ისინი მეხმარებიან. შემოდგომიდან დარჩენილ ხილ–ბოსტნეულში სასარგებლო არაფერი დარჩა, ხოლო სათბურის პროდუქტებს არ ვენდობი. როცა E ვიტამინის მწვავე დეფიციტს ვგრძნობ, სალფეთქზე მიკრომწვანილს ვზრდი.

ჯერ კიდევ გასულ წელს გავიგე, როგორ გამეზარდა მიკრომწვანილი სალფეთქზე. მანამდე პროდუქტს ეკოდახლებზე ვყიდულობდი. როგორც აღმოჩნდა, თითოეულს შეუძლია მებაღე გახდეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიკრომწვანილის მარცვლები ჩვეულებრივ სუპერმარკეტებშიც იყიდება. Alltime.ge–ს რედაქცია მიკრომწვანილის გაზრდის ტექნოლოგიას გიზიარებთ.

მიკრომწვანილი სალფეთქზე

პირველ რიგში, თესლი უნდა შეიძინოთ. მის შეძენას სპეციალურ მაღაზიებში, ასევე სუპერმარკეტებში ბაღის განყოფილებაში შეძლებთ. მხოლოდ ერთი სახეობის თესლით არ შემოიფარგლოთ. შეგიძლიათ შერეულად დათესოთ, თუმცა სჯობს ერთნაირი ზომის თესლები ერთმანეთს შეუხამოთ. მაგალითად, მდოგვი, კომბოსტო და ბროკოლი ერთად, ხოლო მზესუმზირა, ჭარხალი და ბარდა ერთად.

დასარგავად საშუალო ზომის პლასტმასის ყუთი თავსახურით აიღეთ. მასში ქაღალდის პირსახოცი (ნახატების და არომატის გარეშე) ჩააფინეთ. წყლით უხვად მორწყეთ. ზემოდან თესლი მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ და ფანჯრის რაფაზე ან ნათურის ქვეშ მოათავსეთ. თესლებს სინათლე სჭირდებათ.

მაქსიმუმ ერთ დღეში თესლი გაღვივდება. თავსახური შეგიძლიათ ცოტა ხნით მოხსნათ. პერიოდულად თესლს ჰაერი მიაწოდეთ. როცა აღმონაცენები გაიზრდება, თავსახური მთლიანად მოაშორეთ. მნიშვნელოვანია, რომ სალფეთქი მუდმივად სველი იყოს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ წყალი დაუმატეთ.

როდის გავიტანოთ სუფრაზე

პირადი დაკვირვებით, მიკრომწვანილი სიცივეში უკეთ იზრდება. 2–3 გრადუსი სითბოში მარცვალი დარგვიდან მეორე დღესვე უკვე ღვივდება. თუ შენობაში ძალიან თბილა, სალფეთქში ტენი სწრაფად ხვდება. ეს მარცვლებს არ მოეწონებათ. ხელსაყრელ პირობებში პირველ აღმონაცენებს უკვე მეორე დღეს დაინახავთ.

ცხადია, არაფერია რთული იმაში, რომ მიკრომწვანილი სალფეთქზე გაზარდოთ. შედეგს  2–3 დღეში დაინახავთ, ხოლო ერთ კვირაში ოჯახის წევრებს ორიგინალური კერძით აღმონაცენებით და ახალი მწვანილით გაუმასპინძლდებით. თქვენ მოგწონთ მიკრომწვანილი? რომელ მარცვლებს გაზრდიდით?