Connect with us

საკითხავი

ფსიქიატრ ვიქტორ ფრანკლის 6 გაკვეთილი, როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს

ფსიქიატრ ვიქტორ ფრანკლს მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის, დახაუს და სხვა საკონცენტრაციო ბანაკების მონახულება მოუწია. ეს გამოცდილება ცხოვრებაზე ახალი ფილოსოფიის შექმნაში დაეხმარება, რომელიც მის წიგნებში დაწვრილებით აღწერა, კერძოდ ნაშრომში „ადამიანი აზრის ძიებაში“.

მან ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის მიმართულება დაარსა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ლოგოთერაპია. ეს ტერმინი მოდის სიტყვიდან Logos, რომელიც ჰერაკლიტე ეფესელიმ ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-6 საუკუნეში გამოიყენა. მის ქვეშ ფრანკლი გულისხმობს „აზრს“, შესაბამისად ლოგოთერაპია – ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების აზრის განსაზღვრას მიზნად ისახავს. ლოგოთერაპია ეგზისტენციალური პრობლემებით დაავადებული ხალხის სამკურნალოდ და ღრმა პიროვნული კრიზისის გადასალახად აქტიურად გამოიყენება.

ჩვენ, ყველანი ზოგჯერ ვიმყოფებით სიტუაციაში, რომელიც გვტანჯავს და რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებით. ყველასთვის ერთი ფორმულა არ არსებობს, მაგრამ უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ტანჯვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„საკუთარი თავის სიყვარული – ადამიანის განვითარების ამოსავალი წერტილია, რომელსაც საკუთარი არსებობისთვის პასუხისმგებლობის აღების გამბედაობა ყოფნის“ – ვიქტორ ფრანკლი.

აი, რამდენიმე გაკვეთილი ვიქტორ ფრანკლისგან:

1. არჩევანის მნიშვნელობა

ადამიანები, რომლებიც პრობლემებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს დამოუკიდებლად უმკლავდებიან, თავად ირჩევენ გზას იმის მიუხედავად, თუ რა პირობებში იმყოფებიან ახლა.

2. ცხოვრებას ნებისმიერ შემთხვევაში აზრი აქვს

ექიმი ფრანკლი იმედგაცრუებაზე საუბრობს, როგორც მათემატიკურ ოპერაციაზე. სასოწარკვეთა უსარგებლო ტანჯვის ტოლფასია. როცა ხალხი საკუთარ ტანჯვაში აზრს ვერ ხედავს, იმედი უცრუვდება. თუ შექმნილ პრობლემაში აზრს დაინახავენ, პირადი ტრაგედია მიღწევად იქცევა, როგორც გადალახვის გზა.

3. ყოველდღიური საქმე საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გაქცევთ

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია რომ გახდეთ, ყოველდღე საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ ვინ ხართ და რა გსურთ.

4. დაფიქრდით, თუ ვისთვის და რისთვის ცხოვრობთ

ყველას აქვს მიზეზი, რაც ყოველდღე წინსვლას აიძულებს, რაც მოტივაციას აძლევს და თითოეულ წუთს, ნაბიჯს და მოქმედებას აზრს მატებს. თუ სიტუაციის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება, ყოველთვის შეგვიძლია მიდგომა შევცვალოთ.

მთავარია, არა ის, ველოდებით თუ არა ცხოვრებისგან რამეს, არამედ ის, ელოდება თუ არა ცხოვრება ჩვენგან რამეს. დაფიქრდით, როგორ ამდიდრებთ ცხოვრებას და რას ელით მისგან, რადგან სწორედ ცხოვრება უგზავნის ადამიანს განსაცდელს და მისგან მუდმივად რაღაცას ითხოვს.

აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრების შესაცვლელად და რას ვაძლევთ ამ სამყაროს. პასუხის შესაბამისად იმოქმედეთ.

5. სირთულეები და ტანჯვა რეალურია

ადრე თუ გვიან ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება და ამას უნდა შეეგუოთ. სირთულეები მიღწეულსა და მიუღწეველს შორის დაძაბულობას ქმნის. სირთულის არსებობა უნდა გვახსოვდეს, რომ ის ცხოვრების ნაწილია და მას ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ.

6. ჩვენ შეუცვლელები ვართ

პირადი შეუცვლელობის გაცნობიერებით საკუთარი ცხოვრებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერდება. გაცნობიერებით, რომ მისგან რაიმეს ელიან ან რომ მას დაუმთავრებელი საქმე აქვს, ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს და ამას ცხოვრების აზრად მიიჩნევს.

ადამიანის ამოცანაა არაა მუდმივად სიამოვნების მიღება და ტკივილისგან გაქცევა, არამედ ცხოვრების აზრის პოვნა. ტანჯვასაც აზრი უნდა ჰქონდეს. ვერავინ დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ ნაცვლად დაიტანჯება. სწორედ ამიტომ, ტკივილისგან თავის დაღწევის ერთადერთი ვარიანტი: მის მიმართ ურთიერთობა შეცვალეთ. ყველაფერს აქვს მიზეზი, უბრალოდ ზოგჯერ ამის შესახებ არ ვიცით.